ფარების პოლირება

ფარების პოლირება არის ავტომობილის მაშუქების ზედაპირის აღდგენის პროცესი, რომელიც მექანიკური ან ქიმიური ზემოქმედებით ხსნის ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან დაზიანებულ, ოქსიდირებულ (გაყვითლებულ, გახუნებულ) ფენას, მცირე ნაკაწრებსა და ნახაზებს და ფარებს უბრუნებს პირვანდელ, ქარხნულ ვიზუალს.

ფარების აღდგენის პროცესში გამოიყენება ორი ძირითადი მიდგომა: ორთქლით ფარების პოლირება და მექანიკური პოლირება, რომელიც სრულდება სპეციალური აბრაზიული “პასტით” და პოლირების აპარატით.

გაყვითლებული და დაზიანებული ავტომობილის ფარები. ფარებს პოლირება და ოქსიდირებული პოლიკარბონატის (პლასტმასის) ფარების გაპრიალება ქარხნული გამჭვირვალობის მისაღებად. დროული და პროფესიონალური ფარის პოლირება უზრუნველყოფს ღამით მართვის უსაფრთხოებას.
განახლებული ფარი
0 +
მინიმალური ეფექტი
0 + წელი

ფარების პოლირება - მნიშვნელობა

გაყვითლებული და გახუნებული ფარები არა მხოლოდ აფუჭებს ავტომობილის ვიზუალს, არამედ მკვეთრად ამცირებს ხილვადობას ღამით. მრავალეტაპიანი პოლირების მეთოდით სრულად იხსნება დაზიანებული ფენა, რაც ფარებს სინათლის 100%-იან გამტარობას და ქარხნულ იერსახეს უბრუნებს.

დროთა განმავლობაში მზის ულტრაიისფერი (UV) სხივების, გზის მტვრის, კენჭებისა და ტემპერატურული ცვლილებების ზემოქმედებით პოლიკარბონატის ზედაპირი (ფარის პლასტმასი) ზიანდება. შედეგად ფარები ყვითლდება, იბურება და მკვეთრად აუარესებს ღამით ხილვადობას, რაც პირდაპირ საფრთხის შემცველია.

იდეალური ვიზუალისა და უსაფრთხოების დასაბრუნებლად გამოიყენება ფარების გაპრიალების ორი ძირითადი ტექნოლოგია: მექანიკური პოლირება და ორთქლით ფარების პოლირება. ვიზუალურად ორივე მეთოდი  საუკეთესო შედეგს იძლევა, თუმცა მათი მუშაობის სპეციფიკა და მიღებული ეფექტის მდგრადობა  განსხვავებულია.

დაზიანებული ფარების მიკრო დონეზე აღდგენა ქიმიური რეაგენტით. ინოვაციური ფარების პოლირება ორთქლით, სადაც ფარის პლასტმასის (პოლიკარბონატის) სტრუქტურის გასასწორებლად სრულდება პოლირება ორთქლით. მაღალტემეპერატურული ორთქლით პოლირება კრისტალური გამჭვირვალობის აღსადგენად და ქარხნული ვიზუალის დასაბრუნებლად

ფარების პოლირება ორთქლით

ორთქლით ფარების პოლირება ფარის პლასტმასის აღდგენის ახალი, თუმცა კარგად გამოცდილი და მაღალეფექტური ტექნოლოგიაა. მექანიკური პოლირებისგან განსხვავებით, აქ არ გამოიყენება სტანდარტული პოლირების პასტები და აპარატები. ფარების აღდგენა ხდება სპეციალური ქიმიური ნაერთის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით და პროცესში წარმოქმნილი ორთქლის პლასტმასის ზედაპირზე დატანით:

  • ზედაპირის მომზადება: პროცესის დაწყებამდე მაშუქები საგულდაგულოდ იწმინდება, ხდება მათი გაუცხიმოვნება და დამცავი ლენტით იფუთება გარშემო მდებარე ძარის დეტალები.
  • დაზიანებული ფენის მოხსნა: შემდეგი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია მომზადებული ფარების ზედაპირის სწორი მიმდევრობით დამუშავება აბრაზიული ფურცლებით (ზუმფარით), რათა ზედაპირიდან ბოლომდე მოცილდეს სიყვითლე, დაბურვა, დაზიანებული ლაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნაკაწრები.
  • პოლირება ორთქლით: ხელახალი გაუცხიმოვნების შემდეგ იდეალურად გლუვ და სუფთა ზედაპირზე მიიმართება გაცხელებული ქიმიური ორთქლი. ნივთიერება მიკრო დონეზე ადნობს პლასტმასის გარე ფენას, აღწევს მის ძირში და გაციებისთანავე (მილიწამებში) ავსებს უსწორმასწორო ზედაპირს. შედეგად, ფარი გამოდის კრისტალურად გამჭვირვალე და მისი ეფექტი წლების განმავლობაში ნარჩუნდება.

ფარების მექანიკური პოლირება

მექანიკური პოლირება ფარების აღდგენის კლასიკური, ფართოდ გავრცელებული ტექნოლოგიაა. იდეალურად სუფთა ზედაპირის დასაბრუნებლად ზედაპირის დამუშავება შემდეგი ტექნოლოგიური მიმდევრობით სრულდება:

  • ზედაპირის მომზადება და ღრმა წმენდა: პოლირების დაწყებამდე ფარი სპეციალური ხსნარებით იწმინდება, რათა სრულად მოცილდეს ნადები, ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი და მოხდეს მისი გაუცხიმოვნება.
  • დაზიანებული ფენის მოცილება: ეს პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ზედაპირი ეტაპობრივად მუშავდება სხვადასხვა გრადაციის (ზომის) ზუმფარით და იხსნება ლაკი (არსებობის შემთხვევაში), მზისგან დამწვარი, გაყვითლებული და დაკაწრული ფენა.
  • პოლირება: იდეალურად მომზადებულ და გაუცხიმოვანებულ ფარზე პროფესიონალური პოლირების აპარატის, აბრაზიული (პოლირების) პასტებითა და ღრუბლებით (ქეჩით) ხდება პოლირება (ზედაპირის მოხეხვის და გასწორების პროცესი). სწორედ ამის შემდეგ უბრუნდება ფარს თავისი პირვანდელი, ქარხნული სახე.
ფარების მექანიკური პოლირება - პროფესიონალური როტორული აპარატითა და პრემიუმ ხარისხის აბრაზიული პასტებით. დაზიანებული, ულტრაიისფერი სხივებისგან დამწვარი ფენისა და ნაკაწრების ეტაპობრივი მოცილება ოპტიკური სიწმინდის დასაბრუნებლად.
დაშლილი ავტომობილის მაშუქის (ფარის) წიგნიდან წმენდა და ფარების შიგნიდან პოლირება. დაგროილი კონდესატისა და ნადების მოცილების მიზნით ტარდება ფარის შიგნიდან პოლირება. ქარხნული ჰერმეტულობის დაცვით შესრულებული ფარების პოლირება შიგნიდან სინათლის იდეალური გაფანტისთვის.

ფარების შიგნიდან პოლირება

ხშირ შემთხვევაში, მაშუქების (ფარების) დაბურვა და გამჭვირვალობის დაკარგვა გამოწვეულია პლასტმასის შიდა კედელზე (ფარის შიგნიდან) დაგროვილი ჭუჭყით, ნადებით ან/და კონდენსატით. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გარედან პოლირება უშედეგოა და აუცილებელია ფარის პოლირება შიგნიდან. ფარი უნდა დაიშალოს და პოლირება გაკეთდეს როგორც გარედან ისე შიგნიდან, გარდა ამისა, მაქსიმალურად კარგი შედეგის მისაღებად, აუცილებელია ფარის შიდა კომპონენტები (ნათურა, ლინზა, ამრეკლი და ა.შ.) გაიწმინდოს სპეციალური ხსნარით, რომელიც არ აზიანებს საღებავს და ელექტროკომპონენტებს.

  • დემონტაჟი და შიდა წმენდა: პროცესი იწყება ფარის უსაფრთხო გახსნით (სპეციალურ ღუმელში მოთავსებით). ფარის პლასტმასი (ლინზა) მუშავდება და იწმინდება როგორც შიგნიდან, ისე გარედან და ასევე იწმინდება ფარის სხვა დეტალები წლების განმავლობაში დაგროვილი მტვრის, მწერებისა და წყლის ნაწვეთურებისგან, რომელთა გაწმენდაც ფარის გახსნის გარეშე შეუძლებელია.
  • ფარების პოლირება შიგნიდან: შიდა მხარის აღსადგენად, პროცესი იდენტურია როგორც გარედან. ფარის შიგნიდან პოლირება უმეტესად ხდება ორთქლით, რაც მიკრო დონეზე ასწორებს პლასტმასის სტრუქტურას და უზრუნველყოფს მის კრისტალურ გამჭვირვალობას.
  • ფარის დახურვა და ხარისხის კონტროლი: დამუშავების შემდეგ, ფარი იხურება ქარხნული სტანდარტების სრული დაცვით. გაციების შემდეგ, სპეციალური ორთქლის მეთოდით მოწმდება ჰერმეტულობა, რათა სრულად გამოირიცხოს მიკრონაპრალების არსებობა და მომავალში არ მოხდეს ჰაერის ან წყლის შეღწევა და გაჭუჭყიანება ან კონდენსირება.

ფარების დაცვა: კერამიკა და ვაქსი

იმის მიუხედავად, რომ ფარების პროფესიონალურ აღდგენას ხანგრძლივი ეფექტი აქვს, პლასტმასის ზედაპირის ხელახალი ოქსიდაციისა და გაყვითლების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მიღებული შედეგის გარემოფაქტორებისგან დაცვა. ამისთვის ორი ძირითადი ქიმიური საშუალება გამოიყენება: 

  • ფარების კერამიკა – კერამიკული საფარი (Ceramic Coating) არის ნანოტექნოლოგიური სითხე, რომელიც პლასტმასის ზედაპირზე წარმოქმნის უხილავ, მყარ დამცავ ფენას. ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ მდგრადობას მზის ულტრაიისფერი გამოსხივების, მჟავე წვიმებისა და ქიმიური რეაგენტების მიმართ. კერამიკული საფარი კრისტალურად გამჭვირვალეა და საიმედოდ იცავს ფარს წლების განმავლობაში (ზუსტი დაცვის დრო დამოკიდებულია შერჩეულ კერამიკაზე).
  • ფარების ვაქსი: ვაქსი, იგივე სილანთი (Sealant), იგივე სინთეტიკური ცვილი, ზედაპირზე ქმნის ჰიდროფობურ (წყალმრიდ) ფენას. ის ფარს ანიჭებს ბზინვარებას და ხელს უშლის ჭუჭყისა და წყლის წვეთების გაჩერებას ზედაპირზე. კერამიკასთან შედარებით, ვაქსის მდგრადობა ნაკლებია და პერიოდულ განახლებას ითხოვს, თუმცა ის შესანიშნავი ბიუჯეტური ალტერნატივაა ყოველდღიური დაბინძურებისგან დასაცავად. 

ქიმიური საშუალებების გარდა, მაქსიმალური მექანიკური დაზიანებისგან დაცვისთვის – განსაკუთრებით გზიდან ასხლეტილი კენჭებისა და ფიზიკური ნაკაწრების პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალია ფარებზე დამცავი (PPF) ფირის გადაკვრა, რაც პოლირებული ფარის რესურსს პრაქტიკულად ულიმიტოს ხდის.

აღდგენილი ფარების ზედაპირზე დამცავი ფენის დატანის პროცესი. ულტრაიისფერი სხივებისგან და მჟავე წვიმებისგან დასაცავად გამოიყენება ნანოტექნოლოგიური ფარების კერამიკა, ხოლო ჰიდროფობური ეფექტისთვის - მაღალი ხარისხის ფარების ვაქსი
სამუშაო პროცესი

როგორ მიმდინარეობს ფარების პოლირების პროცესი

ნაბიჯი 1

დიაგნოსტიკა და მეთოდის შერჩევა

სამუშაოს დაწყებამდე ტარდება მაშუქების დეტალური დიაგნოსტიკა. ფასდება ფარის სტრუქტურული მდგომარეობა, ოქსიდაციის (გაყვითლების) დონე და ნაკაწრები როგორც შიგნიდან, ისე გარედან. მდგომარეობის მიხედვით ირჩევა აღდგენის (პოლირების) უსაფრთხო და ოპტიმალური საშუალება.

ნაბიჯი 2

სამუშაო გარემოს მომზადება

უშუალოდ დამუშავების დაწყებამდე სპეციალური დამცავი ლენტით საგულდაგულოდ იფუთება მაშუქების მომიჯნავე ძარის დეტალები (ბამპერი, ცხაურა, ფრთა და ა.შ.). ეს სტანდარტული პროცედურა სრულად გამორიცხავს ავტომობილის საღებავის უნებლიე დაზიანებას მუშაობის პროცესში.

ნაბიჯი 3

ზედაპირის უსაფრთხო დამუშავება

ფარის მდგომარეობიდან გამომდინარე ეტაპობრივად იხსნება მზისგანდ დამწვარი ფენა, ნაკაწრები და კონდესატი (შიგნიდან პოლირების შემთხვევაში), რათა სრულად აღდგეს ფარის პლასტმასის გამჭვირვალობა და სინათლის გამტარიანობა მისი სტრუქტურის დაზიანების გარეშე.

ნაბიჯი 4

ხარისხის კონტროლი და დამცავის დატანა

აღდგენილი ფარის სტრუქტურა და ერთგვაროვნება მოწმდება სპეციალური განათების ქვეშ (შიგნიდან პოლირების შემთხვევაში მოწმდება ჰერმეტულობაც), რათა გამოირიცხოს ყველანაირი ხარვეზის არსებობა. შემოწმების შემდეგ ზედაპირზე დაიტანება წინასწარ შერჩეული დამცავი საშუალება.

ფარების პოლირების ფასები

ფარების პოლირების ფასი დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე შერჩეულ სერვისზე.

ფარების პოლირება

გაულაკავ ზედაპირზე

50₾

საშუალო ეფექტი: 1+ წელი

სერვისი მოიცავს ავტომობილის 1 წყვილი (2 ცალი) ფარის პროფესიონალურ ორთქლით ან მექანიკურ პოლირებას

ფარების პოლირება

ლაკიან ზედაპირზე

100₾

საშუალო ეფექტი: 2+ წელი

სერვისი მოიცავს ავტომობილის 1 წყვილი (2 ცალი) ფარის პროფესიონალურ ორთქლით ან მექანიკურ პოლირებას

ფარების შიგნიდან პოლირება

შიდა მხრიდან პოლირება

200₾

საშუალო ეფექტი: 5+ წელი

სერვისი მოიცავს ავტომობილის 1 ცალი ფარის დაშლილ მდგომარეობაში პროფესიონალურ პოლირებას შიდა მხრიდან.

ხშირად დასმული კითხვები

ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვები ფარების პოლირებაზე

რა ღირს ფარების პოლირება?

გაყვითლებული და გახუნებული ფარების განახლება 50 ლარს, ხოლო ლაკიანი ან/და დაკაწრული ფარების აღდგენა 100 ლარს შეადგენს. (ფასები მოცემულია წყვილზე – 2 ფარი)

ფარების შიგნიდან პოლირება საშუალოდ 200 ლარი ერთ ფარზე. (საბოლოო ფასი დამოკიდებულია ფარის მდგომარეობაზე).

ფარების აღდგენას დაახლოებით 30-60 წუთი სჭირდება.

*შიგნიდან ფარების პოლირება განსხვავებული დროს მოითხოვს და დამოკიდებულია ფარის მდგომარეობაზე, საშუალოდ 2-3 საათი.

ფარზე მექანიკური პოლირება (პასტით) საშუალოდ 6-12 თვე ძლებს. ფარების ორთქლით პოლირება 1+ წელი. 

დიახ, ფარების პოლირებას შიგნიდან ვაკეთებთ.

შიგნიდან ფარის დაორთქვლას ხშირად დარღვეული ჰერმეტულობა ან მიკრონაპრალები იწვევს. უმეტეს შემთხვევებში პრობლემის სრულად მოგვარება შესაძლებელია, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ფარის ადგილზე დათვალიერება და სპეციალური ტესტირება.

თუ ფარი გარედან სუფთაა (არ არის გაყვითლებული და გახუნებული), მაგრამ მაინც დაბურული ჩანს, მიზეზი ძირითადად ორია:

  1. შიდა დაბინძურება (ყველაზე ხშირი): ფარის შიდა კედლებზე მოხვედრილი და დაგროვილია მტვერი, ნადები ან კონდენსატი.
  2. სტრუქტურული დაზიანება: ფარის პლასტმასია დაზიანებული.

ორივე შემთხვევაში პრობლემა მოგვარებადია, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია მაშუქის ადგილზე დიაგნოსტიკა.

ფარების აღდგენის პროცესში მიკრონაკაწრები ქრება. რაც შეეხება ნაკენჭარებს და შედარებით ღრმა ნაკაწრებს უნდა შეფასდეს ფარის მდგომარეობა და ნაკაწრების სიღრმე. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.

მექანიკური (პასტის/აპარატით), და ორთქლით პოლირება ორი განსხვავებული პოლირების საშუალებაა. მექანიკური პოლირების დროს გამოიყენება აბრაზიული პასტები, ხოლო ორთქლით პოლირების დროს, სპეციალური ხსნარი, რომელიც აორთქლების შედეგად ეფინება ფარის ზედაპირს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ორთქლით დაპოლირებული ფარი უფრო დიდხანს ძლებს (საშუალოდ 2-3-ჯერ), გარდა ამისა ორთქლით პოლირება მიკროსკოპულ დონეზე ავსებს უსწორმასწორო ზედაპირს, ხოლო მექანიკურ პოლირებას მსგავსი შედეგი არ აქვს.

ფარის აღდგენის შემდეგ დაცვისთვის საუკეთესო, თუმცა ყველაზე ძვირადღირებული საშუალება დამცავი თვითაღდგენადი ფირის (PPF ფირი) გადაკვრაა. შედარებით ბიუჯეტური კერამიკული საფარით დაცვაა, ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი ფარების ვაქსია.

თუ ფარზე სტანდარტული პოლირება კეთდება, ფარის ზედაპირი თითქმის არ თხელდება. ღრმა ნაკაწრების და ნაკენჭრების შემთხვევაში, მაშუქის ზედაპირი მიზანმიმართულად თხელდება, მაგრამ ფარის ზედაპირი არ ზიანდება.

სერვისის წინასწარ დაჯავშნა უმჯობესია.

არა, ადგილზე მისვლის სერვისი არ გვაქვს. იდეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია ფარის დეტალური შემოწმება, რადგან ხშირად ზედაპირს აქვს სპეციფიიკური, თვალისთვის შეუმჩნეველი მიკროდაზიანებები. მათ სრულფასოვნად აღმოსაფხვრელად ვიყენებთ პროფესიონალურ ინსტრუმენტებსა და სპეციალურ განათებას, რომელთა ტრანსპორტირებაც შეუძლებელია. შესაბამისად, მაქსიმალურად კარგი ხარისხის მისაღებად უმჯობესია ჩვენს სერვის-ცენტრში მოსვლა.

ინდივიდუალური კონსულტაცია

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ფარებთან დაკავშირებით, ან/და სერვისის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

სამუშაო საათები

ორშ-შაბ: 09:00 – 20:00

კვირა: 11:00 – 18:00

This website stores cookies on your computer. Cookie Policy