კონტაქტი და ჯავშანი
თუ გსურთ ავტომობილის მოვლის მომსახურების დაჯავშნა, კონსულტაცია ან დამატებითი ინფორმაციის მიღება, ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ.
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა ან დაგვიკავშირდით თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებით და უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
საკონტაქტო ინფორმაცია
სამუშაო საათები
კვირა: 11:00 – 18:00
ლოკაცია და რუკა: როგორ მოხვიდეთ ჩვენთან
გვეწვიეთ ჩვენს სივრცეში თბილისში. ადგილზე დაგხვდებათ უსაფრთხო გარემო და სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა თქვენი ავტომობილის მოვლისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
ვაფასებთ თქვენს დროს. სწორედ ამიტომ, ვიზიტისა და ჯავშნის გასამარტივებლად, თავი მოვუყარეთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად დასმულ კითხვებს ჩვენი სამუშაო პროცესისა და სერვისის პირობების შესახებ.
აუცილებელია თუ არა სერვისების წინასწარ დაჯავშნა და ითვალისწინებს თუ არა წინასწარ შენატანს (დეპოზიტს)?
ჩვენთან მომსახურების უმეტესობა წინასწარი ჯავშნით ხორციელდება.
დეპოზიტის პირობები:
- თუ შერჩეული მომსახურების ჯამური ღირებულება 200 ლარს აღემატება, ვიზიტის დასადასტურებლად საჭიროა 50 ლარის ოდენობის დეპოზიტი. ეს თანხა, რა თქმა უნდა, სრულად აკლდება მომსახურების საბოლოო ღირებულებას.
ჯავშნის გაუქმება ან გადატანა:
- გეგმების ცვლილების შემთხვევაში, თუ გაუქმება მოხდება ვიზიტამდე მინიმუმ 12 საათით ადრე, თანხა სრულად დაგიბრუნდებათ იმავე ანგარიშზე, საიდანაც გადმოირიცხა.
- ასევე შეგიძლიათ ჯავშნის თარიღი ერთხელ უფასოდ გადაიტანოთ.
გადახდის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი ადგილზე და ონლაინ?
ჩვენთან შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორება.
- ადგილზე – შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ფულით ან საბანკო გადარიცხვით.
- ონლაინ – შეგიძლიათ ისარგებლოთ საბანკო გადარიცხვით ან ბარათით გადახდით.
- გაითვალისწინეთ: ონლაინ ბარათით გადახდისას, მომსახურე ბანკის მხრიდან შესაძლოა დაემატოს ტრანზაქციის საკომისიო (მთლიანი თანხის მაქსიმუმ 2.5%).
შემიძლია თუ არა დავტოვო ავტომობილი და მოგვიანებით მოვაკითხო?
რა თქმა უნდა! შეგიძლიათ დატოვოთ ავტომობილი მომსახურების დასრულებამდე ან მომდევნო დღემდე, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე.
როგორ გავაუქმო ან გადავდო უკვე დაჯავშნილი ვიზიტი?
ჯავშნის გაუქმების ან ვიზიტის დროის შეცვლის შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინოთ დაგეგმილ დრომდე მინიმუმ 12 საათით ადრე. ეს დაგვეხმარება, გავათავისუფლოთ ადგილი სხვა მომხმარებლებისთვის და თქვენც მარტივად შეგირჩიოთ ახალი, მოსახერხებელი დრო.
სერვისის მიღება არასამუშაო საათებში მჭირდება, შესაძლებელია?
არასამუშაო საათებში მომსახურების მიღება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამგვარ ინდივიდუალურ მომსახურებაზე შესაძლოა გავრცელდეს დამატებითი ტარიფი.
მოკლევადიანი სერვისების მიმდინარეობისას, შემიძლია თუ არა ადგილზე დალოდება?
რა თქმა უნდა. ხანმოკლე სერვისების მიმდინარეობისას შეგიძლიათ დაელოდოთ ადგილზე, ან დატოვოთ ავტომობილი და წაიყვანოთ იმავე დღეს, თქვენთვის სასურველ დროს.
ზუსტად არ ვიცი, რომელი სერვისი მჭირდება. შესაძლებელია ავტომობილის წინასწარი დათვალიერება და კონსულტაცია?
რა თქმა უნდა! შეგიძლიათ გვესტუმროთ ავტომობილის მდგომარეობის შესაფასებლად და საჭირო მომსახურების შესარჩევად.
ადგილზე კონსულტაციისას შეგირჩევთ მხოლოდ იმ პროცედურებს, რომლებიც რეალურად გესაჭიროებათ საუკეთესო და გრძელვადიანი შედეგის მისაღებად. გარდა ამისა, ზუსტად განგისაზღვრავთ მომსახურების საბოლოო ღირებულებას.
როგორ გავიგებ რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი, როდესაც ავტომობილს თქვენთან დავტოვებ?
გრძელვადიანი და კომპლექსური სერვისების (მაგალითად: მანქანის ქიმწმენდა, პოლირება, კერამიკა და ა.შ.) მიმდინარეობისას, ინფორმაცია პერიოდულად განახლდება თქვენს პერსონალურ გვერდზე. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენთვის სასურველი არხით და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.
ემსახურებით თუ არა კორპორატიულ კლიენტებს და ავტოპარკებს?
დიახ, გვაქვს სპეციალური შეთავაზებები კორპორატიული (B2B) კლიენტებისთვის. კომპანიებს ვთავაზობთ პრიორიტეტულ ჯავშნებს, ინდივიდუალურ ტარიფებსა და ყველა საჭირო საგადასახადო დოკუმენტაციას.
შემიძლია თუ არა თქვენი მომსახურების შეძენა საჩუქრად?
რა თქმა უნდა. ვაუჩერი იდეალური საჩუქარია ავტომოყვარულებისთვის ან მათთვის, ვინც ახლახან შეიძინა ავტომობილი. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, შეარჩიოთ კონკრეტული მომსახურება ან თანხის სასურველი ლიმიტი. ვაუჩერის გაგზავნა მიმღებთან შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ისე ფიზიკური სახით – ნებისმიერ მისამართზე.
სერვისის გაწევის შემდეგ, თუ უზრუნველყოფთ შემდგომ მხარდაჭერასა და ხარისხის გარანტიას?
ჩვენ მიერ შესრულებულ ყველა იმ მომსახურებაზე, რომელზეც ვრცელდება საგარანტიო პირობები (კერამიკული დაფარვა (ნანოკერამიკა), PPF ფირის გადაკვრა და ა.შ.), ვადის ამოწურვამდე ვუზრუნველყოფთ სრულ მხარდაჭერას.
შემიძლია თუ არა სერვისის ღირებულების წინასწარ, დისტანციურად გაგება?
დიახ, თქვენი დროის დასაზოგად, შეგიძლიათ ავტომობილის (ან კონკეტული დეტალის) ფოტო/ვიდეო მასალა გადმოგვიგზავნოთ ჩვენს საკონტაქტო არხებში – Whatsapp-ში, Viber-ში, სოციალურ ქსელებსა თუ ელფოსტაზე. მოწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, ჩვენ ვიზუალურად შევაფასებთ მდგომარეობას და გადმოგიგზავნით როგორც სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, ისე შესრულების ვადებს. საბოლოო, ზუსტი ღირებულება კი ადგილზე, ავტომობილის ფიზიკური დათვალიერებისას განისაზღვრება.
ჩემი ავტომობილი უსაფრთხოდ იქნება თქვენთან?
თქვენი ავტომობილის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მომსახურების მიმდინარეობისას ავტომობილი მუდამ დახურულ შენობაში, 24-საათიანი ვიდეო და აუდიომონიტორინგის ქვეშ იმყოფება.
გაქვთ თუ არა ადგილზე მისვლის (გამოძახების) სერვისი?
ავტომობილის დეტალებზე პრემიუმ ხარისხით ზრუნვა დიდ სიზუსტეს, დროს, სპეციალურ განათებას, მტვრისგან იზოლირებულ და, ზოგ შემთხვევაში, კლიმატკონტროლირებად გარემოს მოითხოვს. ეზოში ან გარე სივრცეში მსგავსი პირობების შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, იდეალური და უსაფრთხო შედეგის უზრუნველსაყოფად, ადგილზე მომსახურებას არ ვახორციელებთ – ყველა პროცედურა მხოლოდ ჩვენს სრულად აღჭურვილ სივრცეში სრულდება.

