ძრავის ქიმწმენდა

ძრავის ქიმწმენდა (“მატორის ქიმწმენდა”) არის ავტომობილის ძრავის საფარველქვეშა (კაპოტქვეშა) სივრცის ღრმა წმენდის პროცესი, რომელიც სპეციალური ქიმიური საშუალებების, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ორთქლის კომბინაციით ზედაპირიდან ჩამჯდარი ზეთის, ჭუჭყის, ტალახისა და სხვა საექსპლუატაციო ნარჩენების სრულ მოშორებას უზრუნველყოფს. მაღალი წნევის წყლით ჩვეულებრივი ძრავის რეცხვა ხშირად ელექტროკომპონენტების დაზიანების რისკს შეიცავს, ამიტომ ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით კეთდება ძრავის წმენდა ორთქლით. მშრალი ორთქლის საშუალებით ძრავის ელექტრო თუ სხვა კომპონენტებზე ტენიანობა (სისველე) მინიმუმამდეა შემცირებული, რის გამოც ძრავის ქიმწმენდა ორთქლით ძრავის განყოფილების გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ სტანდარტს წარმოადგენს.

ძრავის წმენდა ორთქლით - მგრძნობიარე დეტალების უსაფრთხო ძრავის ქიმწმენდა ორთქლით და რთულად მისადგომი ადგილების დეტალური ძრავის წმენდა
უსაფრთხოდ გაწმენდილი ძრავი
0 +
საშუალო ეფექტურობა
0 + თვე

ძრავის უსაფრთხო წმენდა

მაღალი წნევის წყლით ძრავის რეცხვის (ე.წ. “ძრავის ჩარეცხვა”) მთავარი პრობლემა წყლის ჭარბი რაოდენობა და ძლიერი მექანიკური წნევაა. წყლის ჭავლი მარტივად აღწევს შტეკერებში, მცველის კოლოფსა და სხვა ელექტროკომპონენტებში, რაც შესაძლოა რაიმის დაზიანების ან დაჟანგვის მიზეზი გახდეს.

ძრავის რეცხვა ორთქლით ხორციელდება ინდუსტრიული, პროფესიონალური მშრალი ორთქლის რეგულირებადი წნევისა და ტემპერატურის აპარატით, რომელიც მინიმალურ ტენიანობას (სისველეს) წარმოქმნის. ასევე წყლის ჭავლისგან განსხვავებით, ორთქლის ნაკადისა და მიმართულების კონტროლი სანტიმეტრების სიზუსტითაა შესაძლებელი, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული, სასურველი დეტალი დამუშავდეს. ორთქლის მაღალი ტემპერატურა მიზანმიმართულად ადნობს და შლის ძრავის ზედაპირზე ჩამჯდარ ზეთსა და ჭუჭყს ისე, რომ დეტალებზე წყალი არ გროვდება. სწორედ მინიმალური სისველეა ის მთავარი ფაქტორი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ელექტროკომპონენტების დასველებას და რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

პროცესის სრული ტექნიკური უსაფრთხოებისთვის, წმენდის დაწყებამდე დამატებით იფუთება და იზოლირდება ყველა ღია და კრიტიკული წერტილი. 

ძრავის ქიმწმენდა ორთქლით - ავტომობილის დეტალურად, სრულად გასუფთავებული კაპოტქვეშა სივრცე (ძრავი) პროფესიონალური ძრავის ქიმწმენდის (ე.წ. "მატორის ქიმწმენდა") შემდეგ
ძრავის ქიმწმენდა - სპეციალური ორთქლის აპარატით მიმდინარე ძრავის წმენდა ორთქლით, რაც ტრადიციული ძრავის რეცხვისგან განსხვავეით იცავს ელექტრო კომპონენტებს დაზიანებისგან

ძრავის წმენდა ორთქლით

ძრავის ქიმწმენდა ორთქლით ყველაზე უსაფრთხო მეთოდია კაპოტქვეშა სივრცის გასუფთავებისთვის. კონტროლირებადი წნევისა და ტემპერატურის ინდუსტრიული მშრალი ორთქლი იძლევა ნაკადის მიმართულების, გაშლის, ტემპერატურისა და სამუშაო წნევის სრული კონტროლის საშუალებას. ორთქლით მუშაობისას სრულად კონტროლდება პროცესი და გამოირიცხება პირდაპირი კონტაქტი იქ, სადაც ტენიანობის მოხვედრა დაუშვებელია. გარდა ამისა, ნაკლებად დაბინძურებულ ძრავებზე (მტვერი, ზედაპირული ტალახი) პროცესი ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენებას საერთოდ არ მოითხოვს.

უფრო რთული და ღრმა დაბინძურებისას (დამწვარი საცხებ-საპოხი მასალები, ზეთის ნადები და ა.შ.), სრულფასოვანი ძრავის ქიმწმენდა ტარდება თანმიმდევრული, მკაცრად განსაზღვრული ეტაპებით:

  • მშრალი წმენდა და ნარჩენების მოცილება: პირველ რიგში ხდება კაპოტქვეშა სივრცეში (განსაკუთრებით საქარე მინის მიმდებარედ და წყლის სადინარებში) დაგროვილი ფოთლების, წიწვებისა და სხვა დიდი ზომის ნარჩენების მოშორება, რასაც მოჰყვება ძრავის განყოფილების ზედაპირული გასუფთავება.
  • იზოლაცია და ქიმიური დამუშავება: ძრავის სპეციფიკიდან გამომდინარე, იფუთება კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები. ამის შემდეგ კაპოტქვეშა სივრცე მუშავდება სპეციალური ქიმიური საშუალებებით, რომლებიც შლიან ზედაპირებზე დაგროვილ ზეთსა თუ სხვა მძიმე დაბინძურებებს.
  • რთულად მისადგომი ადგილების წმენდა: სხვადასხვა ზომის სპეციალური ჯაგრისებით დეტალურად იწმინდება ძრავის ყველა კომპონენტი და რთულად მისადგომი ადგილები. უკვე დარბილებული ჭუჭყის მოსაშორებლად კი უკვე ტარდება ძრავის ქიმწმენდა ორთქლით, რომელიც მინიმალური სისველით წმინდავს ყველა დეტალს.
  • გამშრალება და დამუშავება: დარჩენილი ტენიანობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წერტილოვნად მოსაშორებლად გამოიყენება შეკუმშული ჰაერის ჭავლი და მაღალი შეწოვის მქონე მიკროფიბრის ტილოები. სრულად გამშრალების შემდეგ, ძრავის კომპონენტები (პლასტმასები, რეზინები, მეტალისა და ალუმინის დეტალები) მუშავდება დამცავ-აღმდგენი საშუალებებით, რათა ვიზუალის გარდა, რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოს ძრავი სუფთად.

ძრავის ორთქლით ქიმწმენდის ფასები

სერვისის ღირებულება ორთქლით ძრავის წმენდისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მანქანის მოდელზე, ზომასა და დაბინძურებაზე.

ძრავის ორთქლით წმენდა

მსუბუქი და საშუალო დაბინძურებით

60₾

60-80 ლარი

სერვისი მოიცავს მაღალი წნევისა და ტემპერატურის ორთქლის ინდუსტრიული აპარატით მთლიან კაპოქვეშა განყოფილების წმენდას

ძრავის ორთქლით წმენდა

ძლირი დაბინძურებით

80₾

80-100 ლარი

სერვისი მოიცავს ქიმიური საშუალებებითა და მაღალი წნევისა და ტემპერატურის ორთქლის ინდუსტრიული აპარატითა მთლიან კაპოქვეშა განყოფილების წმენდას

სამუშაო პროცესი

როგორ იწმინდება ავტომობილის ძრავი

ნაბიჯი 1

მომზადება და დიაგნოსტიკა

სამუშაოს დაწყებამდე ძრავი სრულად უნდა გაცივდეს. ამის შემდეგ კაპოტქვეშა სივრცე სუფთავდება დიდი ზომის დაბინძურებისგან (ქვიშა, ფოთლები, წიწვები). უშუალოდ ძრავის ქიმწმენდის დაწყებამდე მოწმდება ელექტროობის მდგომარეობა: კაბელები, ჩამრთველები და ნებისმიერი არაქარხნული დანამატი.

ნაბიჯი 2

იზოლაცია და კომპონენტების დაცვა

ძრავის სრულად გაციებისა და დათვალიერების შემდეგ იფუთება წინასწარ განსაზღვრული კრიტიკული კომპონენტები. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ელექტროკომპონენტები მუშავდება სპეციალური დამცავი სპრეით, რომელიც სრულად იცავს დეტალებს ნებისმიერ სითხესთან კონტაქტისგან.

ნაბიჯი 3

ძრავის წმენდა

შეფუთული და გამზადებული ძრავის განყოფილება მუშავდება ქიმიური საწმენდი საშუალებებით და ყველა დეტალი საგულდაგულოდ იწმინდება სპეციალური ჯაგრისებით. მას შემდეგ, რაც სივრცე სრულად დამუშავდება მექანიკურად, იწყება ძრავის წმენდა ორთქლით - რეგულირებადი მშრალი ორთქლით ზედაპირიდან ჭუჭყი სრულად შორდება.

ნაბიჯი 4

დათვალიერება და დამცავის დატანა

ძრავის გაწმენდის შემდეგ ზედაპირები შრება ჰაერის მაღალი ნაკადითა და სპეციალური, მაღალი შეწოვის მქონე ტილოებით. გაშრობის შემდეგ დეტალები ხელახლა მოწმდება და მუშავდება სპეციალური დამცავებით, რათა მიღებული შედეგი მაქსიმალურად დიდ ხანს შენარჩუნდეს.

ხშირად დასმული კითხვები ძრავის ქიმწმენდაზე

ყველაფერი, რაც ძრავის უსაფრთხო წმენდასა და მოვლაზე უნდა იცოდე.

რა ღირს ძრავის ორთქლით წმენდა?

ძრავის ორთქლის წმენდის ფასი დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე და იმ სამუშაოს მოცულობაზე, რაც მის გასაწმენდადაა საჭირო. საშუალოდ 60-100 ლარამდე ჯდება დაბინძურების მიხედვით.

ძრავის წმენდის დრო დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე. საშუალო და მსუბუქი დაბინძურებით ძრავებს 20-30 წუთი სჭირდება (ძრავის გაგრილების გამოკლებით), მძიმე და ძალიან მძიმე დაბინძურებით ძრავებს 40-60 წუთი და მეტი სჭირდება.

ორთქლით ძრავის ქიმწმენდა ადგილზე მისვლით პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აპარატები, რომლებითაც ძრავი იწმინდება, ინდუსტრიულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი სამომხმარებლო აპარატებისგან განსხვავებით, მოითხოვს სპეციალურ ელექტროგაყვანილობას, რისი მიღებაც საყოფაცხოვრებო პირობებში შეუძლებელია. საუკეთესო შედეგის მისაღებად უმჯობესია სერვისში გვეწვიოთ.

ადგილზე ლოდინის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია წინასწარ დაჯავშნა და დროის შეთანხმება.

ორთქლით ძრავის რეცხვა ყველაზე უსაფრთხო გზაა ძრავის განყოფილების წესრიგში მოსაყვანად. მშრალი ორთქლი მინიმალური ტენიანობით (სისველით) გამოირჩევა და შესაბამისად ყველაზე უსაფრთხო გზაა ძრავის, ელექტროკომპონენტების, კომპიუტერის, ამომრთველებისა და რეზინის/პლასტმასის დეტალების გასაწმენდად.

ძრავის გაწმენდის გზა დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე. მსუბუქად და საშუალოდ დაბინძურებული ძრავები მხოლოდ ორთქლის საშუალებით იწმინდება, მძიმე და ძალიან მძიმე დაბინძურების მქონე ძრავები სპეციალური ქიმიური საშუალებებით მუშავდება და შემდეგ ირეცხება ორთქლით.

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ძრავის წყლით წმენდა ბევრად სწრაფია, ვიდრე ორთქლით წმენდა, თუმცა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ორთქლით წმენდას შედარებით მეტი დრო სჭირდება, მაგრამ რისკები მინიმალურია. ორთქლით წმენდისას ყველა დეტალი ინდივიდუალურად, დეტალურად იწმინდება სპეციალური ჯაგრისებით, წყლით რეცხვისას უმეტეს შემთხვევაში ქაფავენ და პირდაპირ წყლის მაღალი ჭავლით რეცხავენ.

უმეტეს შემთხვევაში ძველი ზეთისა და საცხებ-საპოხი ნადებები ძრავის ორთქლით წმენდისას ცილდება, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

არა, უშუალოდ ძრავის ქიმწმენდა ჟანგს არ (ვერ) აშორებს, თუმცა პროცესში ცალკე შესაძლებელია ჟანგიანი დეტალების სპეციალური ხსნარებით დამუშავება და ჟანგის მოცილება/მოშორება.

დიახ. ავტომობილი შეგიძლიათ დატოვოთ და სერვისის დასრულების შემდეგ მოგვიანებით წაიყვანოთ.

ავტომობილზე, ძრავის წმენდის შემდეგ ყველა დეტალი შესაბამისი დამცავით მუშავდება. სერვისის დასრულების შემდეგ სწორი მოვლის პირობებში, მინიმუმ 4-6 თვე სუფთა მდგომარეობაში იქნება.

ინდივიდუალური კონსულტაცია

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხევაში ან/და სერვისის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

სამუშაო საათები

ორშ-შაბ: 09:00 – 20:00
კვირა: 11:00 – 18:00

This website stores cookies on your computer. Cookie Policy