პოლირება ორთქლით / მექანიკური პოლირება
ავტომობილების მოვლისა და სერვისების ჩატარებისას, ერთ-ერთი ხშირად დაიგნორებული, მაგრამ კრიტიკული კომპონენტია მანქანის ფარები (მაშუქები). ფარები არ არის მხოლოდ ფუნქციონალური; ისინი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობას დაბალი განათების პირობებში და უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფარები შეიძლება გახდეს დაბურული, უფერული ან საერთოდ გაყვითლდეს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ზოგადი ცვეთის გამო. ეს არა მხოლოდ ამცირებს მათ ესთეტიკურ მხარეს, არამედ, რაც მთავარია, ამცირებს მათ ეფექტურობას, რაც პოტენციურად საფრთხეს ადამიანების უსაფრთხოებას.
პოლირება სპეციალიზებული საავტომობილო სერვისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პროცესი აერთიანებს სხვადასხვა ეტაპებს, ფარების პირვანდელ მდგომარეობამდე მისაყვანად.
ძველი ვიზუალისა და სიკაშკაშის დასაბრუნებლად, შეიძლება გამოყენებული იქნას მექანიკური პოლირება ან/და ორთქლით პოლირება (ორთქლით ფარების აღდგენა). ორივე მათგანი საკმაოდ ეფექტურია ვიზუალის მხრივ, თუმცა მაინც რჩება განსხვავება.
მექანიკური პოლირება საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული მეთოდია ფარების პოლირებისთვის. პოლირების დაწყებამდე, ხდება ფარების გასუფთავება ჭუჭყისგან და სპეციალური საწმენდით გაწმენდა, რომელიც ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს აცილებს. შემდეგ ეტაპზე, ავტომობილის ფარი მუშავდება სხვადასხვა ნომრის ზუმფარით, რათა ბოლომდე მოცილდეს დაზიანებული ზედაპირი. მაშუქის მომზადების შემდეგ, ხდება სპეციალური პოლირების აპარატითა და პოლირების პასტებით ზედაპირის დამუშავება, რა დროსაც უბრუნდება პირვანდელი სახე ფარს.
მექანიკური პოლირების მსგავსად, ფარის მომზადების პროცესი იგივეა და მოიცავს ფარის გასუფთავებას და საჭირო დომენდე დაზუმფარებას დაზიანებული საფარის მოსაცილებლად. დამუშავების შემდეგ, სპეციალური სითხე ცხელდება მაღალ ტემპერატურაზე და ხდება ორთქლის წარმოქმნა. ორთქლი ღრმად აღწევს ფარის ფენებში, რაც უზრუნველყოფს ქარხნული იერსახის დაბრუნებას.
პოლირება არ არის სამუდამო ეფექტის მქონე პროცესი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფარები სხვადასხვა ზემოქმედების გამო კვლავ კარგავს კარგ ვიზუალს და სიკაშკასეს.
თუმცა ეფექტის დიდხანს შესანარჩუნებლად, არსებობს ორი ძირითადი მეთოდი: ნანო კერამიკა – კერამიკული დაცვა და დამცავი ვაქსი (WAX).
ორივე საკმაოდ ეფექტური დაცვაა და ორივე მათგანი წარმოქმნის დამცავ ზედაპირს ფარზე. შესაბამისად, გარემო ფაქტორების ზემოქმედება არა უშალოდ ფარის ზედაპირზე, არამედ დამცავი საშუალებების მიერ წარმოქმნილ ქიმიურ შრეზე იწყებენ ზემოქმედებას.
მათ შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ WAX-ი შედარებით ნაკლები დროითაა ეფექტური. მისმა დაცვამ შეიძლება რამდენიმე თვე გასტანოს.
ნანო კერამიკის შემთხვევაში, დაცვა უფრო დიდ ხნიანია და შეიძლება ასეთმა დაცვამ რამდენიმე წელი იმუშაოს.
ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი ფარების პოლირებაზე როგორც მექანიკური, ასევე ორთქლით პოლირებაზე. წამყვანი მწარმოებლების, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, საშუალება გვაქვს დავუბრუნოთ თქვენს ფარს ქარხნული ეფექტი და სიკაშკაშე.
დაუბრუნე ინტერიერს ქარხნული სისუფთავე
ქარხნული, ღრმა და თვალისმომჭრელი ვიზუალი.
კერამიკული დაცვა ინტერიერისა და ექსტერიერისთვის
-დან
სერვისის ჩატარება შესაძლებელი და ეფექტურია იმ ფარებზე, რომლებიც არ არის დაზიანებული შიგნიდან.
პროცესი მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით.
მანქანის ქიმწმენდა, მანქანის პოლირება, ფარების პოლირება, ნანო კერამიკა, ძრავის წმენდა
Copyright © 2023 Qimcmenda.ge