მანქანის სალონის ქიმწმენდა
ავტომობილის სალონის ქიმწმენდა არის მანქანის ინტერიერის ღრმა წმენდის პროცესი, რომელიც სპეციალური, პროფესიონალური გამოყენების ფუნჯებით, ჯაგრისებით, ხსნარებით, მშრალი თუ სველი მტვერსასრუტებითა და მაღალი ტემპერატურის მშრალი ორთქლით, უზრუნველყოფს ჩამჯდარი ჭუჭყის სრულ გასუფთავებას ნებისმიერი – პლასტმასის, ნატურალური და ხელოვნური ტყავის, ალკანტარისა თუ ნაჭრის ზედაპირებიდან.
ყველა ზედაპირი მუშავდება მაღალი ტემპერატურის ორთქლით, რაც უზრუნველყოფს მათ ღრმა, სრულფასოვან წმენდას.
ინტერიერის თითოეული დეტალი იწმინდება ეტაპობრივად, სწორად შერჩეული ინსტრუმენტებით, რათა თქვენს ავტომობილს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.
მანქანის სალონის დეტალური ქიმწმენდა
მანქანის სალონის დეტალური ქიმწმენდა უზრუნველყოფს ყოველდღიური მოხმარების შედეგად დაბინძურებული ინტერიერის აღდგენას და მის ქარხნულთან მაქსიმალურად მიახლოებულ მდგომარეობაში დაბრუნებას. პროფესიონალური დამუშავების პროცესში სალონი სრულად იწმინდება თვალისთვის უხილავი მტვრის, ღრმად ჩამჯდარი, რთული ლაქებისა და უსიამოვნო სუნისგან. ინტერიერის ქიმწმენდა არა მხოლოდ ვიზუალურ შედეგს იძლევა, არამედ რეალურად ქმნის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეს მგზავრობისთვის, სადაც თითოეული დეტალი ინდივიდუალურად არის გასუფთავებული და დამუშავებული.
მანქანის ქიმწმენდა ორთქლით - ინტერიერის ღრმა წმენდა
ავტომობილის ინტერიერში არსებული რთულად მისადგომი და დელიკატური ზონების გასასუფთავებლად, სადაც წმენდის სტანდარტული მეთოდები ნაკლებად ეფექტურია, გამოიყენება ორთქლის ტექნოლოგია. ინდუსტრიული აპარატების მიერ გენერირებული, კონტროლირებადი ტემპერატურისა და წნევის მქონე ორთქლი უზრუნველყოფს ისეთი სპეციფიკური ადგილების სრულ გასუფთავებას, როგორიცაა: კონდიციონერის ცხაურები, ღილაკებს შორის არსებული ღრიჭოები, სავარძლების სარელსო მექანიზმები და ნებისმიერი ფორმის პლასტმასის კონტურები. ორთქლით ქიმწმენდა თანაბრად ეფექტურია როგორც მსუბუქ დაბინძურებაზე, ისე წლობით ჩამჯდარ რთულად ამოსაყვან ჭუჭყზე. მაღალი ტემპერატურა მარტივად ხსნის შაქრის შემცველ, წებოვან ლაქებს და ძირფესვიანად ანადგურებს ზედაპირზე არსებულ, სოკოვან თუ ბაქტერიულ კერებს.
- ელექტროკომპონენტების უსაფრთხოება: მინიმალური ტენიანობის წყალობით, ავტომობილის ქიმწმენდა ორთქლით არ აზიანებს მართვის პანელებს, მონიტორებს, ელექტრონულ მოდულებს და სენსორულ ღილაკებს.
- მიკრობებისა და უსიამოვნო სუნის განადგურება: 140°C+ ცხელი ორთქლი ძირფესვიანად აქრობს სიგარეტის კვამლის, ობის სუნისა და მტვრის ტკიპებს, რაც ჰიპოალერგიულ გარემოს ქმნის.
- მასალის სტრუქტურის დაცვა: მანქანის დეტალური ქიმწმენდა ამ მეთოდით, უსაფრთხოდ ხსნის ტყავის, მეტალის, ნაჭრისა თუ პლასტმასის ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყს ზედაპირის გამოშრობისა და დაზიანების გარეშე.
- სწრაფი ბუნებრივი შრობის პროცესი: წყლის მინიმალური მოხმარება გამორიცხავს ქსოვილის ზედმეტად დასველებას, რის გამოც ინტერიერის ქიმწმენდა საგრძნობლად ამცირებს ავტომობილის ბუნებრივად გაშრობისთვის საჭირო დროს.
ნაჭრის სალონის ქიმწმენდა - ქსოვილისა და ხალიჩის ღრმა წმენდა
ავტომობილის ინტერიერში ქსოვილის დეტალები – სავარძლები, იატაკის საფარი (“ხალიჩა”) კარის შიდა პანელები (“აბივკები”) და საბარგული – ყველაზე მეტად არის მიდრეკილი დაბინძურებისკენ. დროთა განმავლობაში ჩაქცეული სითხეები, მტვერი, ჭუჭყი და სხვადასხვა მყარი ნაწილაკი ქსოვილის ღრმა ფენებში აღწევს.
ზედაპირული წმენდა და “სველი ჩვრის (“ტილოს”) გადასმა” პრობლემას მხოლოდ ვიზუალურად აგვარებს, რეალურად კი სიტუაციას უფრო აუარესებს. სისველე შიდა ფენებში დაგროვილ მტვერს ტალახად გარდაქმნის, ზედაპირის ფორებს კრავს და ძველ ჭუჭყს ქსოვილში სამუდამოდ ტოვებს. ამ პრობლემის რეალური გადაჭრა სპეციალური ხსნარებისა და მძლავრი სველი და ორთქლის მტვერსასრუტების კომბინაციით არის შესაძლებელი. ცხელი ორთქლი არბილებს ზედაპირს და ხსნის ქსოვილის ფორებს, საწმენდი ხსნარი ძირშივე შლის ჩამჯდარ ჭუჭყსა და ლაქებს, ხოლო მძლავრი სველი წმენდისა და ორთქლის მტვერსასრუტები უზრუნველყოფენ ქსოვილის სიღრმისეულ ამორეცხვას. აპარატი ერთდროულად აფრქვევს წყალს ან ორთქლის და მაღალი წნევით უკან ისრუტავს მას დაშლილ ჭუჭყთან ერთად. ღრმა ლაქების შემთხვევაში ეს ციკლი მეორდება მანამ, სანამ სრულად არ გასუფთავდება. შედეგად, ნაჭერი არა მხოლოდ ვიზუალურად სუფთავდება, არამედ იბრუნებს პირვანდელ ფერს, სირბილესა და “სუნთქვის” უნარს.
- სიღრმისეული წმენდა: მანქანის სალონის ქიმწმენდის პროცესში გამოყენებული სითხის მიწოდება-შეწოვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ნაჭრის სიღრმიდან დაშლილი ჭუჭყის ძირფესვიან, ფიზიკურ ამოღებას.
- რთული ლაქების უსაფრთხო ამოყვანა: პროფესიონალური ხსნარებით ჩატარებული ავტომობილის დეტალური ქიმწმენდა მარტივად შლის სავარძლებზე არსებულ ძველ, ჩამჯდარ ლაქებს ისე, რომ ქსოვილის ბოჭკოები და სტრუქტურა არ დაზიანდეს
- ხალიჩისა და საბარგულის წმენდა: მიუხედავად იმისა, სრულდება სტანდარტული სედანს თუ დიდი მოცულობის ჯიპის ქიმწმენდა, მძლავრი მტვერსასრუტებით იატაკის საფარიდან სრულად იწმინდება (ირეცხება) ჩამჯდარი მტვერი და ტალახი
- ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა: სველი ტილოთი და უხარისხო ქიმიური საშუალებებით გაწმენდისგან განსხვავებით, მანქანის ქიმიური წმენდა პროფესიონალური ორთქლისა და სველი წმენდის მტვერსასრუტების დახმარებით, გამორიცხავს შიდა ფენებში დაბინძურების ჩატოვებას და ქსოვილს უბრუნებს პირვანდელ ფერსა და სირბილეს.
ტყავის სალონის ქიმწმენდა
ტყავისა და ალკანტარის ზედაპირები განსაკუთრებულ, დელიკატურ ზრუნვას ითხოვს. სტანდარტული, უხეში ჯაგრისით მექანიკური ხეხვა ან არასწორად გაზავებული აგრესიული ქიმია აზიანებს საღებავის დამცავ ფენას. ასეთი მიდგომის შედეგად ტყავი სრულად დაუცველი რჩება, რაც იწვევს ტყავის გამოშრობას, ფერის დაკარგვასა და ნახეთქების გაჩენას.
ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, მანქანის სალონის ქიმწმენდა ტყავის დეტალებზე სრულდება მხოლოდ ბუნებრივი ძუისა და ჯაგრის რბილი ჯაგრისებიდა და pH-ბალანსირებული საწმენდი ქაფი. მექანიკური ზემოქმედების შესამცირებლად, პროცესში დამატებით გამოიყენება კონტროლირებადი ტემპერატურის ორთქლის აპარატი. ტყავის გასუფთავების შემდეგ, ზედაპირი მუშავდება სპეციალური კონდიციონერებით ან კერამიკული საფარით, რაც ტყავს უბრუნებს ქარხნულ, მქრთალ, მატ (Matte) ფაქტურას და იცავს მას გარემოფაქტორების შემდგომი ზემოქმედებისგან.
- უსაფრთხო წმენდა ბუნებრივი ძუითა და ჯაგრით: უხეში სინთეტიკის ნაცვლად, ტყავის წმენდა ხდება უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ძუისა და ჯაგრისგან დამზადებული ჯაგრისებით და ფუნჯებით, რაც სრულად გამორიცხავს არასასურველ მექანიკურ საღებავის (დამცავის) დაზიანებასა და ნაკაწრებს
- pH-ბალანსირებული დამუშავება: ტყავის დელიკატური წმენდა სრულდება სპეციალურად დოზირებული ქაფად გადაქცეული ქიმიური საშუალებით, რაც ინარჩუნებს მის ბუნებრივ მჟავიანობას, არ აზიანებს ზედაპირის დამცავს და არ აშრობს ზედაპირს.
- მექანიკური დაზიანების პრევენცია: აგრესიული ხეხვის ალტერნატივად გამოიყენება კონტროლირებადი ორთქლი, რომელიც რბილად და ეფექტურად ხსნის ჩამჯდარ ჭუჭყს.
- კონდიცირება და კერამიკული დაცვა: სუფთა ზედაპირზე დამარბილებლის დატანა ტყავს ანიჭებს ელასტიურობას და არბილებს მას, რაც ხელს უშლის ტყავის დახეთქვას და უზრუნველყოფს იდეალურ მატ (Matte) ფაქტურას.
მანქანის ჭერის უსაფრთხო ქიმწმენდა
ავტომობილის ინტერიერში ჭერი ყველაზე მგრძნობიარე ზონაა, რადგან მისი ქსოვილი სპეციალური წყალზე დამზადებული წებოთია დამაგრებული მუყაოსა ან/და ღრუბელზე. არაპროფესიონალური მიდგომა და ჭარბი სისველე ასეთ წებოსთან რეაქციაში შედის და შლის მას, რაც ჭერის ქსოვილის ჩამოვარდნით მთავრდება. ამ რისკის სრულად გამოსარიცხად, ჭერის დეტალური წმენდა ტარდება მინიმალური ტენიანობით. პროცესში გამოიყენება სპეციალური აქტიური ქაფი ან ქიმიური საშუალებები მკაცრი ნორმების დაცვით, რომლებიც ზედაპირზე შეფრქვევისას შლის ჭუჭყს ისე რომ არ აღწევს წებოს ფენამდე. პროფესიონალური მიდგომა და მანქანის პრემიუმ ქიმწმენდა უზრუნველყოფს ნებისმიერი მასალის სრულყოფილ გასუფთავებას სტრუქტურის დაზიანებისა და მექანიკური ხეხვის გარეშე.
- ჭერის ჩამოვარდნის პრევენცია: მინიმალური ტენიანობის მქონე ქაფისა და მაღალი შეწოვის მიკროფიბრის ტილოების გამოყენება 100%-ით იცავს წებოს დაშლისა და ქსოვილის ჩამოვარდნისგან (ჩამოწევისგან)
- სიგარეტის კვამლის ჭვარტლისა და სუნის გაქრობა: მგრძნობიარე ზედაპირიდან უსაფრთხოდ და ძირფესვიანად იხსნება წლების განმავლობაში დაგროვილი ნიკოტინის ნადები და სპეციფიკური სუნი.
- ლაქების დელიკატური ამოყვანა: მანქანის ინტერიერში დალაქავებული სხვა ტილოებისგან განსხვავებით, ჭერის წმენდაზე სტანდარტული მიდგომა არ მუშაობს და დაბინძურების მიხედვით, ინდივიდუალურად ხდება ყველაზე უსაფრთხო მეთოდის შერჩევა მის გასაწმენდად.
- მასალისა და დაბინძურების მიხედვით ადაპტაცია: ჩატარებული ავტო ქიმწმენდა ინდივიდუალურად ერგება ჭერის ტიპს, იქნება ეს სტანდარტული ღრუბლიანი ჭერი, მუყაოს, ბადისებრი სტრუქტურა თუ ზედმეტად დელიკატური ალკანტარა.
ჰიპოალერგიული ქიმწმენდა - უსაფრთხო გარემო ბავშვებისა და ცხოველებისთვის
ავტომობილის ინტერიერის სისუფთავე სცდება მხოლოდ თვალით ხილულ მიმზიდველ ვიზუალს – ის პირდაპირ კავშირშია მგზავრების, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და შინაური ცხოველების ჯანმრთელობასთან. პროფესიონალური მანქანის ქიმიური წმენდა ტარდება მხოლოდ სერტიფიცირებული, პრემიუმ-კლასის ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული ხსნარებით, რომელთა დოზირებაც სპეციალური სტანდარტებით კონტროლდება.
სალონის დამუშავების არცერთ ეტაპზე არ გამოიყენება მჟავური (Acid) შემადგენლობის ქიმია და კაუსტიკურ სოდაზე დამზადებული იაფფასიანი, აგრესიული საშუალებები, რომლებიც ხშირად იწვევს სასუნთქი გზების, კანისა და თვალების გაღიზიანებას. იმის მიუხედავად, რომ ხსნარები სპეციალურადაა შერჩეული და დოზირებული, ქიმწმენდის პროცესში მაინც ხდება აქტიური ქიმიური საშუალებების განეიტრალება, რაც სრულად გამორიცხავს ტოქსიკური ნივთიერებების შესუნთქვის, კანთან შეხებისას ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.
სალონის ქიმწმენდა: ფასები და კატეგორიები
ავტომობილის სალონის დეტალური ქიმწმენდის ფასი ინდივიდუალურია. ღირებულება დამოკიდებულია მანქანის გაბარიტებზე, დაბინძურების ხარისხსა და მოთხოვნილ პაკეტზე – იქნება ეს სალონის სრული ქიმწმენდა თუ ცალკეული დეტალის გასუფთავება.
სედანის ქიმწმენდა
საშუალო-მძიმე დაბინძურებით
250-300 ლარი
სერვისი მოიცავს ავტომობილის მთლიანი ინტერიერის (სალონის) დეტალურ ორთქლით ქიმწმენდას
- მთლიანი სალონის ღრმა ვაკუუმური წმენდა
- სავარძლებისა და ხალიჩის ქიმწმენდა და ლაქების ამოყვანა
- ტყავის ზედაპირების წმენდა და კონდიცირება
- ჭერის დელიკატური და უსაფრთხო წმენდა
- კარებისა და ცენტრალური კონსოლის გაწმენდა
- პლასტმასისა და ვინილის დეტალების წმენდა
- სავენტილაციო სისტემის წმენდა
- ინტერიერის დეტალების დამცავით დამუშავება
სტანდარტული ჯიპის ქიმწმენდა
საშუალო-მძიმე დაბინძურებით
300-350 ლარი
სერვისი მოიცავს ავტომობილის მთლიანი ინტერიერის (სალონის) დეტალურ ორთქლით ქიმწმენდას
- მთლიანი სალონის ღრმა ვაკუუმური წმენდა
- სავარძლებისა და ხალიჩის ქიმწმენდა და ლაქების ამოყვანა
- ტყავის ზედაპირების წმენდა და კონდიცირება
- ჭერის დელიკატური და უსაფრთხო წმენდა
- კარებისა და ცენტრალური კონსოლის გაწმენდა
- პლასტმასისა და ვინილის დეტალების წმენდა
- სავენტილაციო სისტემის წმენდა
- ინტერიერის დეტალების დამცავით დამუშავება
გაბარიტული და სპეც-ტექნიკის ქიმწმენდა
საშუალო-მძიმე დაბინძურებით
250-300 ლარი
სერვისი მოიცავს მანქანის მთლიანი ინტერიერის (სალონის) დეტალურ ორთქლით ქიმწმენდას
- მთლიანი სალონის ღრმა ვაკუუმური წმენდა
- სავარძლებისა და ხალიჩის ქიმწმენდა და ლაქების ამოყვანა
- ტყავის ზედაპირების წმენდა და კონდიცირება
- ჭერის დელიკატური და უსაფრთხო წმენდა
- კარებისა და ცენტრალური კონსოლის გაწმენდა
- პლასტმასისა და ვინილის დეტალების წმენდა
- სავენტილაციო სისტემის წმენდა
- ინტერიერის დეტალების დამცავით დამუშავება
როგორ მიმდინარეობს ავტომობილის სალონის დეტალური ქიმწმენდა
ვიზუალური ინსპექცია და ტესტირება
მუშაობის დაწყებამდე მოწმდება სალონის მდგომარეობა, ლაქების სიღრმე და ქიმიური საშუალებების მგრძნობელობა ტესტ-ზონებზე (ტყავი, ნაჭერი, ალკანტარა, პლასტმასი). ირჩევა შესაბამისი, უსაფრთხო საწმენდი საშუალებები და ხელსაწყოები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს დაზიანების რისკი.
მშრალი წმენდა და მომზადება
ქიმწმენდის პროცესის დაწყებამდე მძლავრი მტვერსასრუტებითა და სპეციალური აპარატურით სუფთავდება ზედაპირული მტვერი, ჭუჭყი, ნაგავი, ქვიშა თუ სხვა მყარი ნაწილაკები იატაკიდან, სავარძლებიდან, პლასტმასის დეტალებიდან და სხვა რთულად მისადგომი ადგილებიდან.
დეტალური ქიმწმენდა
ინდუსტრიული ორთქლის აგრეგატის, ორთქლისა და სველი წმენდის მტვერსასრუტებით, ეტაპობრივად მუშავდება თითოეული დეტალი, ქსოვილების ბოჭკოებიდან ჩამჯდარი ჭუჭყის, სითხეების, ცხიმებისა და რთული ლაქების სრულად ამოსაყვანად. სპეციალური ჯაგრისებითა და საწმენდი საშუალებებით კი პლასტმასის დეტალები სუფთავდება.
დამუშავება, შრობა და დათვალიერება
გასუფთავებული ტყავისა და პლასტმასის ზედაპირები მუშავდება სპეციალური დამცავი საშუალებებით, რაც ფერის აღდგენისა და შენარჩუნების გარდა, მასალას დაზიანებისგან იცავს. დამუშავების შემდეგ სალონი მოწმდება და შრება. პროცესის დასრულების შემდეგ ავტომობილი მფლობელს უბრუნდება ყოველგვარი ნესტისა და უსიამოვნო სუნის გარეშე.
ხშირად დასმული კითხვები სალონის ქიმწმენდაზე
ავტომობილის დეტალური წმენდა რთული და დელიკატური პროცესია, რომელიც ბუნებრივად აჩენს კითხვებს. მათზე ზუსტი, ტექნიკური პასუხების გაცემა კი პროფესიონალური სერვისის განუყოფელი სტანდარტია.
რა ღირს მანქანის სალონის ქიმწმენდა?
მანქანის სალონის დეტალური ქიმწმენდის ფასი ინდივიდუალურია და იანგარიშება მისი მდგომარეობისა და დაბინძურების დონის მიხედვით:
სედანის დეტალური ქიმწმენდა: 250-300 ლარი;
სტანდარტული ჯიპის დეტალური ქიმწმენდა: 300-350 ლარი;
გაბარიტული ჯიპებისა და სპეცტექნიკის ქიმწმენდა: 400-500 ლარი.
*ღირებულება მოცემულია საშუალო და მძიმე დაბინძურების მქონე ავტომობილებზე.
რა დრო სჭირდება ავტომობილის სალონის დეტალურ ქიმწმენდას?
ავტომობილის სალონის სრული დეტალური წმენდის დრო დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე და იმ სამუშაოს მოცულობაზე, რაც საუკეთესო შედეგის მისაღებადაა საჭირო. საშუალოვადები ასე გამოიყურება:
სედანი საშუალო დაბინძურებით: 1-2 დღე;
სედანი მძიმე ან ძალიან მძიმე დაბინძურებით: 2-3 დღე;
ჯიპი საშუალო დაბინძურებით: 1-2 დღე;
ჯიპი მძიმე ან ძალიან მძიმე დაბინძურებით 2-4 დღე.
რით განსხვავდება სალონის დეტალური ქიმწმენდა ტრადიციული საავტომობილო სამრეცხაობის სერვისისგან?
მთავარი სხვაობა დეტალების მიმართ მიდგომასა და გამოყენებულ ტექნოლოგიებშია. ტრადიციული სამრეცხაო ორიენტირებულია სწრაფ, ზედაპირულ გასუფთავებაზე (მხოლოდ “თვალის მოსატყუებლად” სუფთავდება), ხოლო დეტალური ქიმწმენდა დეტალურ, რეალურ წმენდაზე, მასალის სტრუქტურულ აღდგენასა და უსაფრთხოებაზე:
- ქიმიური უსაფრთხოება: სამრეცხაოში ინტერიერი ხშირად ექსტერიერის აგრესიული (მჟავური/ტუტოვანი) გაუზავებელი კონცენტრატებით მუშავდება, რაც აშრობს და აზიანებს ავტომობილის ინტერიერის მასალას, განსაკუთრებით კი ტყავის ან ტყავის შემცვლელ ზედაპირებს. გარდა ამისა, საშიშია ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობისთვის. დეტალური ქიმწმენდისას გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ-ხარისხის, pH-ნეიტრალური, კონკრეტული ზედაპირისთვის შექმნილი ქიმიური საშუალებები.
- ჰიგიენის სტანდარტი: სამრეცხაოებისგან განსხვავებით, სადაც ერთი “ტილოთი” წმინდავენ ინტერიერს, ექსტერიერსა და საბურავებს, გამოიყენება სუფთა, გასტერილებული (ყველა სამუშაო ინსტრუმენტი იწმინდება ოზონირებული ორთქლითა და სპეციალური ულტრაიისფერი (UV) საწმენდი დანადგარით 100°C-ზე მეტ ტემპერატურაზე) ფუნჯები, ჯაგრისები და მიკროფიბრის ტილოები, რაც 100%-ით გამორიცხავს ბაქტერიების გადატანასა და მიკრონაკაწრებს.
- სველი და მშრალი წმენდა: სტანდარტულ სამრეცხაოებში ნაჭრის ზედაპირებს მხოლოდ სველი “ტილოთი” წმინდავენ. ეს მეთოდი დაბინძურებას კი არ აშორებს, არამედ ჭუჭყისა და ქიმიის ნარჩენები ქსოვილის სიღრმეში ჩაჰყავს. შედეგად იქმნება უხილავი წებოვანი ფენა, რომელიც ახალ მტვერს იზიდავს და მანქანის ინტერიერი უფრო სწრაფად ბინძურდება. დეტალური ქიმწმენდისას ქსოვილი მუშავდება ძირეულად – სპეიალური ხსნარებით და ჭუჭყის დაშლის შემდეგ, სველი და ორთქლით მძლავრი მტვერსასრუტებით ხდება ბოჭკოების სრული “ამორეცხვა”. შედეგი არა ვიზუალურად შენიღბული, არამედ სტრუქტურულად სუფთა ზედაპირია, რომელიც ბევრად უფრო დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს ხელახალ დაბინძურებამდე.
ორთქლით ქიმწმენდას აკეთებთ?
რა თქმა უნდა! ქიმწმენდის პროცესში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ორთქლის აპარატები და მტვერსასრუტები.
იყენებთ თუ არა მჟავურ ან ტუტეზე დაფუძნებულ აგრესიულ ხსნარებსა და საშუალებებს?
მჟავურ ან/და ტუტის ბაზაზე დამზადებული ქიმიური საშუალებები გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს, აშრობს და ხეთქავს ტყავისა და პლასტმასის ზედაპირებს. გარდა ამისა, ისინი საშიშია ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად – არა! მსგავს საშუალებებს ავტომობილის ინტერიერში არცერთ ეტაპზე არ ვიყენებთ.
სალონის ქიმწმენდის პროცესში სავარძლები იხსნება?
დეტალური ქიმწმენდის ჩატარების შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღებად ავტომობილში არსებული ყველა სავარძელი იხსნება და ცალ-ცალკე სუფთავდება.
**იშვიათ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგიერთ მფლობელს არ სურს სავარძლების მოხსნა და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სავარძლები არ იხსნება
სალონის დეტალური ქიმწმენდა მოიცავს საბარგულისა და სათავსოების წმენდას?
რა თქმა უნდა! ავტომობილის სალონის წმენდის პროცესში ინტერიერში არსებული ყველა ადგილი, დეტალი და კომპონენტი იწმინდება.
ბავშვის სამგზარო სავარძლის (Car Seat) ქიმწმენდა შეგიძლიათ?
რა თქმა უნდა. ბავშვის სამგზავრო სავარძელი/ეტლი მუშავდება სპეციალური pH-ნეიტრალური საწმენდებითა და მაღალი ტემპერატურის ორთქლით.
ქიმწმენდის პროცესში გამოყენებული ქიმიური საშუალებები უსაფრთხოა და ხომ არ ტოვებს სპეციფიურ სუნს?
ქიმწმენდის პროცესში გამოყენებული ყველა ქიმიური საშუალება არის პრემიუმ-კლასის, ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული და აბსოლუტურად უსუნო. უმთავრესი ეტაპია ქიმიური დამუშავების შემდგომი ნეიტრალიზაცია – თითოეული დეტალი დამატებით მუშავდება ცხელი ორთქლით, რაც 100%-ით ანეიტრალებს აქტიურ ნივთიერებებს. შედეგად, ზედაპირებზე არ რჩება ქიმიური კომპონენტები, ხოლო სალონში დგას არა ხელოვნური არომატიზატორების, არამედ ბუნებრივი სისუფთავის სუნი.
იღებთ თუ არა სრულ პასუხისმგებლობას ავტომობილის მგრძნობიარე ელექტრონიკისა (მონიტორები, ღილაკები, გაყვანილობა) და ჭერის უსაფრთხოებაზე წმენდის პროცესში?
ქიმწმენდის დაწყებამდე დეტალურად ფასდება თითოეული ზედაპირის მდგომარეობა და კეთდება ე.წ. “ტესტ-ზონები”. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, ზუსტად შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო წმენდის ტექნიკა. ავტომობილის მფლობელი წინასწარ იღებს ზუსტ ინფორმაციას მოსალოდნელ შედეგებზე, ჩვენ კი სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ პროცესის მსვლელობისას თითოეული დეტალისა და ელექტროკომპონენტის უსაფრთხოებაზე.
არსებობს ჭერის დაზიანების (ჩამოვარდნის) საფრთხე სალონის ქიმწმენდის პროცესში?
ჭერი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ფაქიზი დეტალია. სწორედ ამიტომ, მისი ზედაპირი წინასწარ მოწმდება, რათა განისაზღვროს უსაფრთხოა თუ არა გაწმენდა (მფლობელს ავტომობილის დატოვებამდე ეცნობება ჭერის რეალური მდგომარეობა). თუ ჭერი დაუზიანებელია, ჭერის ქიმწმენდა აბსოლიტურად უსაფრთხოა.
შესაძლებელია თუ არა სალონში წყლის ჩასვლის შედეგად გაჩენილი ობისა და ძლიერი სინესტის სრულად აღმოფხვრა?
დიახ, შესაძლებელია. თუმცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილები განსხვავებულ მიდგომასა და მეთოდებს მოითხოვენ.
ავტომობილის ჩაბარებისას სალონი სრულად გამშრალია, თუ მჭირდება ავტომობილის ღიად დატოვება?
შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ავტომობილი მფლობელს 100%-ით გამშრალი ბარდება, თუმცა არსებობს კონკრეტული სტრუქტურის მქონე დელიკატური ქსოვილები და დეტალები, სადაც ინტენსიური მექანიკური შრობა არ არის რეკომენდებული. ასეთ დროს, ქარხნული იერის შესანარჩუნებლად, უპირატესობას ბუნებრივ შრობას ვანიჭებთ, რის შესახებაც დიაგნოსტიკის ეტაპზევე წინასწარ გეცნობებათ.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სალონის ქიმწმენდის შემდეგ, შრობის შემდეგ ფარულმა ლაქამ ან სუნმა კვლავ იჩინა თავი?
იშვიათ შემთხვევებში, ექსტრემალური დაბინძურებისას, სითხეები (ყავა, ტკბილი ან ალკოჰოლური სასმელები) სავარძლის ღრუბლის ღრმა ფენებშია ჯდება. როდესაც ნაჭრის ზედაპირი იდეალურად სუფთავდება და ფორები იხსნება, მექანიკური ზეწოლის ან შრობის პროცესში, შესაძლოა სიღრმეში ჩარჩენილმა სითხემ ზემოთ ამოჟონოს და ლაქამ კვლავ იჩინოს თავი. ეს ბუნებრივი ფიზიკური პროცესია. ჩვენ სრულად ვაზღვევთ ამ რისკს – თუ სერვისის მიღებიდან გონივრულ ვადაში მსგავსმა ფარულმა ლაქამ თავი იჩინა, დაგვიკავშირდით და სრულიად უსასყიდლოდ მოვახდენთ კონკრეტული დეტალის ხელახალ დამუშავებას.
სალონის ქიმწმენდა ტყავისა და პლასტმასს ნაადრევი ცვეთისგან იცავს?
ჭუჭყი, ცხიმი და მარილი დროთა განმავლობაში შლის მასალის სტრუქტურას. ინტერიერის პერიოდული ღრმა წმენდა და ზედაპირების სპეციალური კონდიციონერებითა თუ კერამიკული საფარით დამუშავება ტყავსა და პლასტმასს ქარხნულ იერსახეს უნარჩუნებს და იცავს გამოშრობისგან, ხოლო ნაჭრის ზედაპირებს – ჩამჯდარი ჭუჭყით გამოწვეული ნაადრევი ცვეთისგან.
მანქანის სალონის ქიმწმენდა უსაფრთხოა?
სწორად დაგეგმილი და შესრულებული ავტოქიმწმენდა აბსოლუტურად უსაფრთხოა ინტერიერის ყველა დეტალისთვის.
ინდივიდუალური კონსულტაცია და ჯავშანი
სალონის მდგომარეობა ყველა ავტომობილში განსხვავებული და ინდივიდუალურია. კონკრეტულ კითხვებზე კონსულტაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით.
ორშ-შაბ: 09:00 – 20:00
კვირა: 11:00 – 18:00