სერვისის აღწერა

მანქანის პოლირება

თქვენი ავტომობილი მეტია ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება. ის არის მფლობელის პიროვნებისა და სტატუსის გამომხატველი მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ისეთი ფაქტორების ზემოქმედება როგორიცაა: ნაკენჭარები, სამრეცხაო ნაკაწრები, ღრმა ნაკაწრები და ლაკის გახუნება, უკარგავს მიმზიდველ ვიზუალს, ბრწყინვალებას და ხდება უბრალო, მომაბეზრებელი ყოველდღიურობა.

მანქანის პოლირება

ფერისა და ბრწყინვალების დაკარგვასთან ერთად, ნელდება ავტომობილის დანახვისა და მასში ჩაჯდომის სიამოვნებაც, რაც რათქმაუნდა მართვის ხასიათზეც აისახება. სწორედ ასეთ მომენტში თქვენს ავტომობილს სჭირდება პროფესიონალური დახმარება. სერვისები, რომლებიც დაუბრუნებენ ქარხნულ იერსახეს, უზრუნველყოფს დიდხნიან, თვალის მომჭრელ ბზინვარებას და შესძენს ე.წ. Showroom Shine-ს.

რა არის მანქანის პოლირება?

ავტომობილის პოლირება (ე.წ. “პალიროვკა”) არის დეტალური პროცესების ერთობლიობა, რომლის მიზანი ავტომობილის საღებავის (ლაქის) ზედაპირიდან სხვადასხვა სახის დეფექტების შესწორება და მოშორებაა. 
მანქანის პოლირების პროცესში, ავტომობილის ზედაპირიდან ხდება ნახაზების, ნაკაწრების, წყლის წვეთების ამოღება, ასევე გახუნებული საღებავის ლაქის გასწორება და ძველებური ბზინვარების დაბრუნება. პოლირების პროცესით ასევე შესაძლებელია შეღებილი დეტალების დამუშავება და ღებვის დროს დაშვებული შეცდომების გასწორება.

პალიროვკა

მანქანის პოლირების უპირატესობები

საუკეთესო შედეგის მისაღებად, პოლირების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე. დრო დამოკიდებულია ავტომობილის მდგომარეობაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. პოლირების პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენი ავტომობილის ექსტერიერი ხდება მკვეთრად გაუმჯობესებული, ღრმა, პრიალა და იძენს სარკისებრ ზედაპირს.

  • გაუმჯობესებული ექსტერიერი: პოლირების პროცესი აღადგენს მანქანის პირვანდელ ბზინვარებასა და ვიზუალს, გახდის მას უფრო მიმზიდველს და გამორჩეულს.
  • დაცვა: დაზიანებების მოცილების შემდეგ, საღებავი უკეთაა დაცული მომავალი დაზიანებებისგან, ამასთან ზედაპირის მოვლა და გაწმენდა უფრო მარტივი ხდება.
  • ფასი: ავტომობილის დათვალიერებისას, პირველად ყურადღებას მისი ექსტერიერი, ანუ გარე ვიზუალი იქცევს. როდესაც ავტომობილი გარედან იდეალურად გამოიყურება, მყიდველის ქცევა, დამოკიდებულება და დაინტერესება საგრძნობლად იცვლება დადებითისკენ.

ავტომობილის პოლირება შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ავტომობილზე იშვიათი გამონაკლისი შემთხვევების გარდა. მაგალითად, ზედაპირიდან ლაქია აყრილი ან/და ლაქის ძალიან თხელი ფენაა დარჩენილი.

დრო ყველა მანქანაზე ინდივიდუალურია და შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე.

პრობლემის მოგვარება უმეტესად დამიკიდებულია დაზიანების ტიპსა და სიღრმეზე, თუმცა უმეტესად ყველა მცირე დაზიანების (დაზიანების, რომელსაც არ სჭირდება თავიდან შეღებვა) გამოსწორება შესაძლებელია.

პოლირების შემდეგ, ავტომობილის დაცვა შეგიძლიათ ე.წ. Wax-ით, ნანო კერამიკული საფარით, ან დამცავი ფირით.

მანქანის პოლირების ფასი დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე და იმ ჩასატარებელ სამუშაოებზე, რომლებიც დაუბრუნებს პირვანდელ სახეს. ზუსტი ფასის დასადგენად, აუცილებელია ავტომობილის ადგილზე ნახვა და შეფასება.

მანქანის ქიმწმენდა

მანქანის ქიმწმენდა

დაუბრუნე ინტერიერს ქარხნული სისუფთავე

ფარების პოლირება

ფარების პოლირება

დაუბრუნე ძველი ვიზუალი და სიკაშკაშე

ნანო კერამიკა

ნანო კერამიკა

კერამიკული დაცვა ინტერიერისა და ექსტერიერისთვის

400₾

-დან

სერვისის ჩატარება შესაძლებელია როგორც მთლიან მანქანაზე, ისე კონკრეტულ არეალზე (დეტალზე).

სერვისი მოიცავს

ყველა საჭირო ნაბიჯი იდეალური ვიზუალის მისაღებად.

სერვისის დაჯავშნა

Social-dagvimegobrdi

დაგვიმეგობრდი

იმისთვის, რომ პირველმა გაიგო ფასდაკლებების, შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ, დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში 👇

სოციალური ქსელები