მანქანის დრენაჟის წმენდა
მანქანის დრენაჟის წმენდა არის ლუქის სანიაღვრე არხების გასუფთავების პროცესი, რომელიც სპეციალური მექანიკური და ქიმიური საშუალებების, მაღალი წნევის ორთქლითა და ჰაერის მაღალი წნევის გამოყენებით მიმდინარეობს. დრენაჟის გაწმენდა უზრუნველყოფს მილებიდან წლების განმავლობაში დაგროვილი ფოთლების, მტვრის, ჭუჭყისა და ბიოლოგიური ნადების სრულ მოცილებას. შედეგად, სრულად აღდგება წყლის გამტარობა არხებში, რაც გამორიცხავს წყლის მოხვედრას მანქანის ინტერიერში.


მანქანის დრენაჟის წმენდა
მანქანის დრენაჟის გაწმენდა არის ტექნიკური პროცესი, რომლის მიზანია დრენაჟის სისტემის ქარხნული გამტარობის აღდგენა. სტანდარტული, ვიზუალური ლუქის გაწმენდისგან განსხვავებით, ეს პროცესი ფოკუსირებულია უშუალოდ ძარის შიგნით გამავალი მილების (A და C სვეტებში) სრულ გასუფთავებაზე ტალახის, ჭუჭყის, ფოთლებისა და სოკოვანი წარმონაქმნებისგან. პროცედურა ტარდება სპეციფიკური, სტანდარტების შესაბამისი მეთოდით, რაც გამორიცხავს მილების დაზიანებას ან შეერთების წერტილებიდან ამოვარდნას და უზრუნველყოფს წყლის უსაფრთხო გადინებას ავტომობილის გარეთ, ისე როგორც ქარხნულ მდგომარეობაში.
- სანიაღვრე წერტილების დიაგნოსტიკა: სახურავის ჩარჩოში არსებული სანიაღვრე არხების მდგომარეობის შეფასება და გაჭედილი მილების ზუსტი ლოკალიზაცია
- მილების გასუფთავება: მილების შიდა სივრცეში დაგროვილი ჭუჭყი, ფოთლები და ბიოლოგიური ნადებები მუშავდება სპეციალური ქიმიური საშუალებებით, დარბილების შემდეგ კი ხდება მათი მოცილება მექანიკური ზემოქმედებით, ორთქლისა და ჰაერის მაღალი წნევით.
- გამტარობის ტესტირება: პროცედურის ბოლო ეტაპზე ლუქის დრენაჟის წმენდის შედეგი მოწმდება წყლის კონტროლირებადი წნევით. ტესტირების დასრულების შემდეგ, არხები მუშავდება სპეციალური საშუალებით ობისა და სოკოს წინააღმდეგ.
მანქანის დრენაჟის გაწმენდა - მნიშვნელობა
როდესაც დრენაჟის მილები გაჭედილია და წყლის გამტარობას ვერ უზრუნველყოფს, ლუქის არხებში ჩასული წყალი ვეღარ გაედინება გარეთ და პირდაპირ ავტომობილის ინტერიერში იწყებს ჩადინებას. პირველ ეტაპზე ზიანდება ავტომობილის ჭერი (ჩნდება ყვითელი ან თეთრი ლაქები ჭერზე), რამაც ტენის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად შესაძლოა ჭერის ქსოვილის ჩამოვარდნა გამოიწვიოს. ამის შემდეგ კი წყალი ჩადის და გროვდება წინა და უკანა ფეხსადგამების, უშუალოდ იატაკის ხალიჩის ქვეშ.
ხალიჩის ქვეშ ჩაგუბებული წყალი ბუნებრივი გზით ვერსად გაედინება და სრულ ამოშრობამდე დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სისველეს. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი სალონში შმორისა და ნესტის მძაფრ სუნს აჩენს და ბაქტერიულ გარემოს ქმნის, ის პარალელურად იწყებს ავტომობილის ძარის შიგნიდან ჟანგვას.
ყველაზე კრიტიკული რისკი ელექტროობას უკავშირდება – იატაკქვეშა სივრცეში მოხვედრილი წყალი ხშირად ხვდება ელექტრულ კომპონენტებში, რაც იწვევს ელექტროგაყვანილობის კოროზიას, სადენების დამოკლებას, მოკლე ჩართვასა და ძვირადღირებული მართვის მოდულების (მაგალითად: “კომფორტის ბლოკი”, მართვის კომპიუტერი / ECU და ა.შ.) მწყობრიდან გამოსვლას. ამ შეუქცევადი პრობლემების საწყის ეტაპზევე თავიდან აცილება მხოლოდ ლუქის დრენაჟის რეგულარული და დროული გაწმენდითაა შესაძლებელი.

მანქანის ლუქის დრენაჟის სისტემის წმენდის ფასები
მანქანის დრენაჟის გაწმენდის ზუსტი ფასი დამოკიდებულია ავტომობილის მდგომარეობისა და სისტემის სირთულეზე.
*გაითვალისწინეთ: მოცემული ტარიფები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სანიაღვრე მილები შეერთების წერტილებიდან ამოვარდნილი არ არის.
დრენაჟის წმენდა
სტანდარტული პაკეტი
საშუალო ეფექტი: 6-12 თვე
სერვისი მოიცავს ავტომობილის ლუქის სადრენაჟე სისტემის წმენდა-მოწესრიგებას
- ფოთლების, ტალახისა და ჭუჭყის მოცილება
- სადრენაჟო არხების მექანიკური გასუფთავება
- წყლის გამტარობის შემოწმება
დრენაჟის წმენდა
პრემიუმ პაკეტი
საშუალო ეფექტი: 12-18 თვე
სერვისი მოიცავს ავტომობილის ლუქის სადრენაჟე სისტემის წმენდა-მოწესრიგებას
- ფოთლების, ტალახისა და ჭუჭყის მოცილება
- სადრენაჟე არხების მექანიკური და ქიმიური გაწმენდა
- სისტემის სპეციალური ხსნარით გამორეცხვა
- ბაქტერიების, ობისა და სოკოს წინააღმდეგ დამუშავება
- წყლის გამავლობის შემოწმება
როგორ მიმდინარეობს ლუქის სადრენაჟე სისტემის წმენდა
დიაგნოსტიკა და მომზადება
პროცესი იწყება სახურავის სანიაღვრე წერტილების მდგომარეობის შეფასებით. მოწმდება ავტომობილის ძარაში გამავალი ყველა არხი, რათა განისაზღვროს გაჭედვის ხარისხი და შეირჩეს მუშაობის ოპტიმალური მეთოდი.
ნარჩენების მოცილება ლუქიდან
სანამ დრენაჟის მილების დამუშავება დაიწყება, აუცილებელია ჩარჩოს მოწესრიგება. პირველ რიგში ხდება ლუქის პერიმეტრის გაწმენდა, რაც გულისხმობს სანიაღვრე სისტემამდე მიმავალი ყველა გზის დეტალურ გასუფთავებას.
ლუქის გაწმენდა
ეს არის პროცედურის მთავარი ეტაპი, სადაც უშუალოდ ლუქის დრენაჟის გაწმენდა ხორციელდება. წინასწარ შერჩეული საშუალებებით, ფრთხილად და ეტაპობრივად იწმინდება მილების შიდა კედლები, რათა მათი გამტარობა სრულად აღდგეს.
გამტარობის ტესტირება და დამუშავება
გამტარობის აღდგენის შემდეგ მილები ირეცხება ორთქლის აპარატით და წყლის ჭავლით. მას შემდეგ, რაც სრულად გასუფთავდება არხები, ხდება მათი სპეციალური ხსნარებით დამუშავება ობისა და სოკოს საწინააღმდეგოდ.
ხშირად დასმული კითხვები
ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვები მანქანის ლუქის დრენაჟის წმენდაზე.
რა ღირს მანქანის ლუქის დრენაჟის წმენდა?
მანქანის სადრენაჟე სისტემის წმენდის ღირებულება სისტემის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. საშუალო ტარიფები:
სტანდარტული დრენაჟის წმენდა: 40 ლარი;
პრემიუმ დრენაჟის წმენდა (გაწმენდის შემდეგ, მუშავდება სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით): 50 ლარი.
*გაითველისწინეთ: დაშორებული/ამოვარდნილი მილების შემთხვევაში, ფასი ითვლება ინდივიდუალურად – ავტომობილის მოდელისა და შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით.
რატომ ჩამოდის წყალი სალონში, როცა ლუქი სრულად დახურულია?
ავტომობილის ლუქის მექანიზმი არ არის 100%-ით ჰერმეტული და ბუნებრივად ატარებს წყლის გარკვეულ რაოდენობას სახურავის ჩარჩოში. ეს წყალი სანიაღვრე არხებით (დრენაჟით) უსაფრთხოდ უნდა ჩაედინებოდეს მანქანის ძირში. როდესაც მილები მტვრით, ტალახითა და ფოთლებით იჭედება, ჩარჩოში მოხვედრილი წყალი გასასვლელს დრენაჟის მილების გადაბმის ადგილებში პოულობს (რომლებიც ინტერიერში გადის), რაც წვევს ჭერისა და სალონის სხვა მნიშვნელოვანი თუ ძვირადღირებული კომპონენტების დასველებას.
მანქანის ხალიჩა სველია, შეიძლება ეს ლუქის დრენაჟის ბრალი იყოს?
თუ მანქანის კარი, ფანჯარა ან ლუქი ღიად არ დაგრჩენიათ, დიახ – უმეტეს შემთხვევაში ეს სწორედ გაჭედილი სანიაღვრე (დრენაჟის) სისტემის ბრალია.
უკანა სავარძლის ქვეშ ან საბარგულში წყლის დაგროვება ლუქის ბრალია?
თუ ავტომობილს კონსტრუქციული წუნი არ გააჩნია (არ არის დაზიანებული ძარა და ყველა დეტალი ქარხნულადაა დაფიქსირებული), დიახ – დიდი ალბათობით, ეს სწორედ დრენაჟის სისტემის ბრალია.
რა დრო ჭირდება დრენაჟის სისტემის წმენდას?
მანქანის ლუქის სადრენაჟე სისტემის გაწმენდას დაახლოებით 30-40 წუთი სჭირდება.
თუ წყალი უკვე ხალიჩის ქვეშ არის დაგროვილი, მხოლოდ დრენაჟის წმენდა საკმარისია?
თუ წყალი უკვე ჩასულია მანქანის სხვადასხვა ნაწილში, სანიაღვრე სისტემის წმენდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ დრენაჟის გასუფთავება დაგროვილი წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამისთვის საჭიროა მანქანის დეტალური ქიმწმენდა და სრული შრობა.
მანქანით მგზავრობისას ან დამუხრუჭებისას სახურავიდან წყლის ხმა ისმის. რისი ბრალია?
წყლის მოძრაობის (შხეფების) ხმა ნიშნავს, რომ ლუქის ჩარჩოში უკვე დიდი რაოდენობით წყალია დაგროვილი, რომელიც გაჭედილი მილების გამო ვერსად გაედინება. ეს კრიტიკული მდგომარეობაა, რადგან დაგუბებული წყალი ნებისმიერ დროს შეიძლება ჭერიდან სალონში გადმოიღვაროს. ასეთ დროს ლუქის წმენდა და არხების გამტარობის აღდგენა დაუყონებლივ უნდა მოხდეს.
რა სიხშირით არის რეკომენდირებული სანიაღვრე არხების გასუფთავება?
ავტომობილის დრენაჟის წმენდა, იდეალურ შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს, თუმცა პრევენციისთვის მისი ჩატარება წელიწადში ერთხელაც სავსებით ნორმალურია.
არის თუ არა საჭირო ავტომობილის ჭერს ან სალონის პანელების დაშლა დრენაჟის სისტემის გასაწმენდად?
უშუალოდ დრენაჟის სისტემის წმენდის პროცედურა ავტომობილის ჭერისა თუ პანელების მოხსნას არ საჭიროებს, თუმცა, თუ მილების გადაბმა უკვე დაზიანებული ან აცდენილია, ასეთ შემთხვევაში შესაბამის ზონებში საფარველები (პლასტმასის დეტალები) უნდა დაიშალოს, მილები ხელახლა გადაებას და კონსტრუქცია აეწყოს.
იძლევა თუ არა პროცედურა 100%-იან გარანტიას, რომ წყალი სალონში აღარ ჩავა?
თუ წყლის ჩამოშვების მიზეზი გაჭედილი მილებია, სერვისი პრობლემას სრულად აგვარებს. გაწმენდის ბოლო ეტაპზე ტარდება გამტარობის ტესტი წყლის ნაკადით, რაც ადასტურებს, რომ სისტემა გამართულია. თუმცა, თუ წმენდისას აღმოჩნდა, რომ ლუქის მთავარი რეზინის მამჭიდროებელი (რომელიც ლუქის პერიმეტრზეა გაყოლებული) ან თავად ლუქის მექანიზმია დაზიანებული და არასწორად იხურება, წყლის სრულად შესაჩერებლად შესაძლოა შესაბამისი დეტალების შეკეთება ან ჩანაცვლება გახდეს საჭირო.
ადგილზე მისვლით აკეთებთ ლუქის გაწმედას?
ლუქის წმენდის პროცესში შესაძლოა სხვადასხვა პრობლემამ იჩინოს თავი, რომელთა მოგვარებასაც პროფესიონალური ხელსაწყოები და სტაციონალური აპარატურა სჭირდება. ვინაიდან ამ აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეუძლებელია. საუკეთესო შედეგის მისაღებად უმჯობესია ადგილზე, სერვისში გვეწვიოთ.
კონსულტაცია და ჯავშანი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხევაში დრენაჟის წმენდასთან დაკავშირებით და სერვისის დასაჯავშნად მოგვწერე ან დაგვირეკე.
ორშ-შაბ: 09:00 – 20:00
კვირა: 11:00 – 18:00

