ჰიბრიდული სისტემის ელემენტების გაწმენდა

სერვისის აღწერა

ჰიბრიდული ელემენტების გაწმენდა

ჰიბრიდული ელემენტების (ბატარეების) მდგომარეობა ჰიბრიდულ ავტომობილებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ელემენტების მდგომარეობაზეა დამოკიდებული ავტომობილის წვის მაჩვენებელი და დამუხტულ მდგომარეობაში გასავლელი მანძილი. გარდა ამისა, ჰიბრიდული ელემენტები, იგივე ბატარეები ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია.

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების გაწმენდა არამხოლოდ ზრდის ელემენტების სასიცოცხლო ციკლს, არამედ ამცირებს წვას და ზრდის ავტომობილის პერფომანსს.

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების გაწმენდა

როდის უნდა გაიწმინდოს ჰიბრიდის ელემენტები?

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების პერიოდულად გაწმენდა მნიშვნელოვანია, რადგან დროთა განმავლობაში ელემენტები ივსება მტვრითა და ჭუჭყით. გარდა ამისა, ელემენტების კონტაქტები განიცდის კოროზიას, რაც თავისთავად ასუსტებს კონტაქტს და ძალის გადანაწილებას ელემენტებს შორის.

ელემენტების სიცოცხლისუნარიანობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად და მაქსიმალური შედეგის მისაღებად, რეკომენდირებულია გაწმინდოთ ყოველ 1-2 წელში ერთხელ მაინც (თუ ავტომობილს არ უწევს განსაკუთრებულ პირობებში ყოფნა).

თუ ახლახანს შეიძინეთ ჰიბრიდული ავტომობილი, ან თავად ჩამოიყვანეთ ამერიკა/იაპონია/კორეიდან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აუცილებლად უნდა გაატაროთ სერვისი და გაწმინდოთ ჰიბრიდული სისტემა, რადგან დიდი ხნით ზღვაში ყოფნა და სხვადასხვა გარემოების სწრაფი ცვლილება განსაკუთრებულად აჩქარებს კოროზიას.

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების გაწმენდა​
ჰიბრიდული სისტემის გაწმენდა​​

ჰიბრიდული სისტემის გაწმენდის უპირატესობები

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების პერიოდულ გასუფთავებას ბევრი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  • ზრდის ელემენტის სასიცოცხლო ციკლს – რეგულარული გაწმენდა ხელს უშლის კონტაქტების კოროზიას და დამტვერვას, რაც ხელს უწყობს თქვენი ჰიბრიდული ბატარეის (ელემენტის) დიდ ხანს გამართულად მუშაობას და გაზოგინებთ დიდ თანხას ახლით ჩანაცვლებაზე.
  • გაზრდილი პერფომანსი სუფთა ელემენტები ენერგიას უკეთ გადასცემს და ანაწილებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ავტომობილი სრულად იყენებს ჰიბრიდულ რესურსს და ამცირებს წვის რაოდენობას.
  • ზრდის ავტომობილის ღირებულებას – ჰიბრიდული ავტომობილის ყიდვისას, განსაკუთრებულ ყურადღებას ყველა ელემენტებს აქცევს. სუფთა და მოვლილი ელემენტები კი ზრდის მანქანის ღირებულებას.
  • სიმშვიდე – იმის ცოდნა, რომ ჰიბრიდის ბატარეები სუფთაა და ოპტიმალურად ფუნქციონირებს, საშუალებას გაძლევთ იყოთ მშვიდად და მართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ.
მანქანის პოლირება

მანქანის პოლირება

ქარხნული, ღრმა და თვალისმომჭრელი ვიზუალი

ფარების პოლირება

ფარების პოლირება

დაუბრუნე ძველი ვიზუალი და სიკაშკაშე

ქიმწმენდა

მანქანის ქიმწმენდა

დაუბრუნე ინტერიერს ქარხნული სისუფთავე

50₾

-დან

სერვისის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ჰიბრიდულ ავტომობილებზე.

სერვისი მოიცავს

ელემენტების უსაფრთხო წმენდა მაქსიმალური შედეგისთვის.

სერვისის დაჯავშნა

Social-dagvimegobrdi

დაგვიმეგობრდი

იმისთვის, რომ პირველმა გაიგო ფასდაკლებების, შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ, დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში 👇

სოციალური ქსელები