სერვისის აღწერა

ნანო კერამიკული დაცვა

საავტომობილო მიღწევების სფეროში, ნანო კერამიკა (ან როგორც დამახინჯებულად „ანტი წვიმას“ ეძახიან) წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. ის ქმნის „დამცავ ფარს“, რაც რეალურად ცვლის ავტომობილზე ზრუნვის მეთოდებსა და მიდგომებს. კერამიკული დამცავი შექმნილია უხეში ელემენტებისა და სხვადასხვა გარემო ფაქტორების წინააღმდეგ დაცვის დამატებითი ფენის უზრუნველსაყოფად. ნანო კერამიკა (Nano Ceramic) არის დამცავი თხელი და გამჭვირვალე ფენა, რომელიც ზედაპირთან კონტაქტისას ქმნის ულტრა მდგრად და გამძლე ბარიერს მანქანის ზედაპირსა და გარემო ფაქტორებს შორის.

კერამიკული საფარი იცავს ავტომობილის საღებავს ულტრაიისფერი სხივებისგან, გარემოს დამაბინძურებლებისგან და მცირე ნაკაწრებისგან. გარდა ამისა, მანქანას ხდის მარტივად მოსავლელს, რადგან დამცავი საფარი ძლიერი ჰიდროფობული ეფექტით გამოირჩევა და ნაკლებად იჩერებს სხვადასხვა სახის დაბინძურებას.

ნანო კერამიკა

მომზადება

კერამიკული საფარის დატანამდე, პირველ რიგში, მანქანის ზედაპირი საგულდაგულოდ, ხელით იწმინდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საფარის სრულყოფილი სისუფთავე. შემდეგ, ნანო კერამიკული საფარი დაიტანება თანაბრად, რაც ქმნის მოლეკულური დონის კავშირს საღებავთან. გამკვრივების შემდეგ, საფარი უზრუნველყოფს ხანგრძლივ სიპრიალეს, რომელიც არა მხოლოდ აუმჯობესებს მანქანის ესთეტიკას, არამედ ამცირებს დაზიანების შანსებს და ვაქსის გამოყენებას.

შუშის და სარკის კერამიკა

გარდა მანქანის ძარის დეტალებისა, ნანო კერამიკა აქტიურად გამოიყენება ავტომობილის შუშებისა და სარკეების დამუშავებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ კერამიკული საფარი ძალიან ჰიდროფობულია, არ იჩერებს წყალს და ჭუჭყს, იძლევა „თვითწმენდის“ ეფექტს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არასასურველი ამინდის პირობებში ხილვადობა ძლიერდება და უზრუნველყოფს უსაფრთხო მართვას.

შუშისა და სარკეების დაკერამიკება ხდება ანალოგიურად, როგორც ძარისა და მისი ნაწილების კერამიკისას. ზედაპირი, საფუძვლიანად გარეცხვის შემდეგ, იფარება ნანო კერამიკით, ერთ ან რამდენიმე ფენად და გაშრობის შემდეგ წარმოქმნის ქიმიურ დამცავ შრეს, რომელიც დაცვასთან ერთად, იდიალურია სისუფთავის მარტივად შესანარჩუნებლად.

სერვისის ჩატარება ხდება სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნანო კერამიკით.

ჩვენი სხვა სერვისები

ქიმწმენდა

მანქანის ქიმწმენდა

დაუბრუნე ინტერიერს ქარხნული სისუფთავე

მანქანის პოლირება

მანქანის პოლირება

ქარხნული, ღრმა და თვალისმომჭრელი ვიზუალი.

ფარების პოლირება

ფარების პოლირება

დაუბრუნე ძველი ვიზუალი და სიკაშკაშე

35₾

-დან

სერვისი შესაძლოა ჩაუტარდეს როგორც მთლიან მანქანას, ასევე ცალკე დეტალებს (ფარებს, შუშებს, სარკეებს, მეტალის დეტალებს, ინტერიერს და ა.შ.).

სერვისი მოიცავს

სერვისი შესაძლოა ჩაუტარდეს როგორც მთლიან მანქანას, ასევე ცალკე დეტალებს

სერვისის დაჯავშნა

Social-dagvimegobrdi

დაგვიმეგობრდი

იმისთვის, რომ პირველმა გაიგო ფასდაკლებების, შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ, დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში 👇

სოციალური ქსელები